იტალია მზად არის მარიუპოლის თეატრი აღადგინოს. ამის შესახებ „ტვიტერზე“ იტალიის კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ დაწერა.
„იტალია მზად არის, აღადგინოს მარიუპოლის თეატრი. მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ჩემი წინადადება – უკრაინას მისი აღდგენისთვის რესურსები და საშუალებები შესთავაზოს რაც შეიძლება მალე.
ყველა ქვეყნის თეატრები მთელ კაცობრიობას ეკუთვნის“, – წერს იტალიის კულტურის მინისტრი.
Italy is ready to rebuild the Theatre of #Mariupol. The cabinet of Ministers has approved my proposal to offer #Ukraine the resources and means to rebuild it as soon as possible. Theaters of all countries belong to the whole humanity #worldheritage pic.twitter.com/FPictnEloy
— Dario Franceschini (@dariofrance) March 17, 2022
შეგახსენებთ, რომ რუსულ ბლოკადაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელსაც 1000-მდე მშვიდობიანი მოსახლე აფარებდა თავს, მათ შორის, ბავშვები, რუსმა ოკუპანტებმა 16 მარტს დაბომბეს. უკრაინული მხარე აცხადებდა, რომ ნანგრევებისა და რთული სიტუაციის გამო ვერ ხერხდებოდა დადგენა, რა ბედი ეწიათ მის სარდაფში თავშეფარებულ მოქალაქეებს. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეატრმა რუსულ ბომბს გაუძლო და, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა და არც დაზარალებულა.
„მარიუპოლის თეატრში ყოფილხარ, ღმერთო!“ – ასე ემოციურად და მრავლისმთქმელად გამოეხმაურა თეატრს შეფარებული ადამიანების გადარჩენას ქართველი პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე თავის ფეისბუქზე.
ნინო ხოშტარია
კომენტარები