მსოფლიოnews

რუსებმა ჩერნიგოვში პურის რიგში მდგომი ადამიანები ჩაცხრილეს – მოკლულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ჩერნიგოვში რუსების მიერ პურის მაღაზიის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ჩერნიგოვის ოლქის პოლიციის უფროსი ვოლოდიმირ ნიძელსკი იუწყება.

„დღეს რუსეთის ჯარებმა მზაკვრული საარტილერიო დარტყმები მიაყენეს ჩერნიგოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანს. ჭურვები მოხვდა მაღალსართულიან კორპუსს და დაეცა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაიღუპა 13 მშვიდობიანი მოქალაქე“, – განაცხადა ნიძელსკიმ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტების თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close