მიგრაციაქართველები უცხოეთში

ქართულ-უკრაინულ ოჯახს საბრძოლო მოქმედებების დროს ხარკოვში, თავშესაფარში ვაჟი შეეძინა

ქართულ-უკრაინულ ოჯახს საბრძოლო მოქმედებების დროს ხარკოვში, თავშესაფარში ვაჟი შეეძინა. „იმედის კვირა“ პატარა ქართველის ოჯახს ლვოვში შეხვდა.

ხარკოვში საბრძოლო მოქმედებების დროს დაბადებული დავით ბუსკანძე საქართველოში ოჯახთან ერთად მალე დაბრუნდება. ის 10 დღის წინ საჰაერო დაბომბვების დროს, თავშესაფარში დაიბადა.

„ყველგან ჭურვები ცვიოდა, ყველანი სარდაფს ვაფარებდით თავს. არ ვიცოდი, ტკივილისთვის გამეძლო, თუ უსაფრთხოებაზე მეფიქრა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა. ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილი უსაფრთხოდ გაიზარდოს. იმედი მაქვს, ასეც იქნება“, – ამბობს დავით ბუსკანძის დედა, ტატიანა ბუსკანძე.

ახალშობილის მამის, რომან ბუსკანძის თქმით, რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის აუცილებლად პასუხს აგებს.

„პატარა დავით ბუსკანძის ისტორია ალბათ მთელმა მსოფლიომ გაიგო. ჩვენ მის ოჯახთან მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით. შევძელით, რომ ოჯახი ლვოვში ჩამოსულიყო და ბავშვის სამგზავრო დოკუმენტი გაგვეცა. ოჯახი ვარშავიდან ლვოვში 15 მარტს გადავა“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-კონსულმა კიევში, ტარიელ ყიფშიძემ.

მისივე თქმით, საელჩოს დახმარებით ოჯახი საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნდება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close