საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ! – საიმიგრაციო სამართალში მნიშვნელოვანი ცვლილებებია
საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის საყურადღებო ინფორმაციას აქვეყნებს სოციალურ ქსელში ადვოკატი პაატა სიმსივე:
„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებია საემიგრაციო სამართალში და გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ თორემ შესაძლებელია ბევრ თქვენგანს საბუთები გაუფუჭდეს:
1. ვისაც ჰქონდა შეტანილი საბუთები ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე ან გადავადებაზე 2020 წლის 31 დეკემბრამდე და მისი განცხადება ჯერ კიდე არ არის დასრულებული, ჩაითვლება რომ მათ მიენიჭათ კანონის ძალით ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 31 მარტამდე. შესაბამისად, ასეთ კატეგორიაში მყოფმა ადამიანებმა უნდა იზრუნოთ კანონით გამოსული ბინადრობის ნებართვის გადავადებაზე. ეს არ ეხება ე. წ. „7- წლიანებს“.
2. ძალიან ბევრ თქვენგანს უმთავრდება ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 31 მარტს. ყველანაირად ეცადეთ, რომ გადაავადოთ რაც შეიძლება მალე. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში უკანონოდ ცხოვრობდა და პირველად მისი ლეგალიზაცია საბერძნეთში მოხდა ე. წ. „7 წლიანების“ საფუძველზე, უნდა ეცადნონ, რომ საბუთი არ გააფუჭონ. ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ასეთმა ხალხმა გააფუჭეთ საბუთი, კიდევ იგივე კატეგორიით („7-წლიანით“) აღადგენთ ბინადრობის ნებართვას.
ანუ ეს კატეგორია, რომლის სწორი თარგმანიც არის „ბინადრობის ნებართვა გამონაკლისი მიზეზების საფუძველზე“ (άδεια διαμονής για εξαιρετικούς λόγους), უშვებს გამონაკლისს სწორედ იმიტომ, რომ მისცეს ერთხელ შანსი სრულიად უკანონოდ მცხოვრებ პირს, მოახდინოს მისი ლეგალიზება საბერძნეთში. გამონაკლისი დაიშვება ერთხელ და მას რეგულარული ხასიათი ვერ ექნება. ანუ მერე, თუნდაც 7 წელს ამტკიცებდეთ, თუ ერთხელ უკვე მოგენიჭათ ბინადრობის ნებართვა გამონაკლისი მიზეზების საფუძველზე (ე.წ. „7-წლიანი“) და გააფუჭეთ, მეორეჯერ იმავე კატეგორიით ვეღარ გააკეთებთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც ამ კატეგორიით აიღეთ პირველად ბინადრობის ნებართვა, აღარასდროს გააფუჭოთ საბუთები და მუდმივად და შეუფერხებლად ავადოთ ისე, რომ თქვენს ბინადრობის ნებართვას რაიმე საფრთხე არ შეექმნას.
p. s. მეგობრებო, ყოველი პოსტის შემდეგ შემოდის რამდენიმე ასეული მესიჯი/ზარი, რასაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ. უმჯობესია, რომ გამონახოთ დრო და თქვენს საბუთებთან ერთად პირდაპირ ოფისში მობრძანდეთ“, – წერს საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი.
კომენტარები