მსოფლიოსაზოგადოება

სოფია როტარუს ვაჟმა და შვილიშვილმა სამშობლოს დაცვის ნაცვლად არალეგალური მიგრაცია ცადეს (ვიდეო)

7 მარტს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას მოგილევ-პოდოლსკის უკრაინა-მოლდოვის საზღვრის მონაკვეთზე 9-კაციანი ჯგუფი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან მომღერალ სოფია როტარუს 51 წლის ვაჟი რუსლან ევდოკიმენკო და 27 წლის შვილიშვილი ანატოლი ევდოკიმენკო.

უკრაინელ „ლტოლვილთა“ შორის წვევამდელობის ასაკის უკრაინის 8 მოქალაქე და მოლდოველი გამყოლია. ჯგუფი მეზობელ სახელმწიფოში არალეგალურად გადასვლას გასაბერი ნავით ცდილობდა.

მამაკაცები ცდილობდნენ, გაქცეულიყვნენ უკრაინიდან, რათა თავი აერიდებინათ სამხედრო სავალდებულო გაწვევისთვის.

ამ დროისთვის ყველა ბრალდებული დაკავებულია. უკრაინის სახალხო არტისტს, 75 წლის სოფია როტარუს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

როგორც მედია წერს, მომღერალი, სავარაუდოდ, იმითაა დაკავებული, რომ ჩაფარცხოს ეს სამარცხვინო ინციდენტი და შვილი და შვილიშვილი ახლა უკვე ნაცნობობის ხარჯზე „იხსნას“ სამხედრო გაწვევისგან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სრული სამხედრო მობილიზაციაა გამოცხადებული და აკრძალულია 18 წლიდან 60 წლამდე მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close