მსოფლიოსაზოგადოება

მზესუმზირას ზეთი – ტალონებზე?

ესპანეთში მომხმარებელი მზესუმზირას ზეთს „დაეცა“ და მაღაზიების თაროები დააცარიელა

ბევრმა ესპანურმა სუპერმარკეტმა მზესუმზირას ზეთის ნორმირებულად გაყიდვა დაიწყო, რათა მომხმარებლებმა დიდი რაოდენობით არ შეიძინონ იმის შიშით, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დეფიციტი შეიქმნება. ამის შესახებ მედია იუწყება.

მაგალითად, მადრიდში „კორტე ინგლესის“ ქსელის ბევრი სუპერმარკეტის თაროებიდან მზესუმზირას ზეთი გაქრა, ამიტომ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გაყიდვა შეეზღუდა. როგორც სუპერმარკეტების სავაჭრო დარბაზში გამოფენილი განცხადება იუწყება, ერთ მყიდველისთვის ნებადართულია მაქსიმუმ 3 ცალი ლიტრიანი ბოთლი ან ერთი 5-ლიტრიანი შეფუთვა მზესუმზირას ზეთის ყიდვა.

თავის მხრივ, ესპანეთში უდიდესმა სუპერმარკეტების ქსელმა Mercadona-მ საკუთარ საიტზე გაავრცელა განცხადება, რომ შეზღუდულია ერთი მომხმარებლისთვის 5 ლიტრზე მეტი მზესუმზირას ზეთის მიყიდვა.

ამ შეზღუდვის შემოღება უკავშირდება „მომხმარებელთა არატიპურ ქცევას“, რომელიც მზესუმზირას ზეთს „ეცა“ და „ანომალიური მოთხოვნა“ შექმნა, განმარტავენ ესპანეთის დისტრიბუტორთა ასოციაციაში, თვითმომსახურების მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში (Asedas).

მომხმარებელთა ნაწილს ეშინია, რომ დეფიციტი შეიქმნება, რამდენადაც უკრაინამ ომის მიმდინარეობის  გამო მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის, მათ შორის, მზესუმზირას ზეთის მხოლოდ ხელისუფლების სპეციალური ნებართვის საფუძველზე ექსპორტის შესახებ. საკვები ზეთის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციის  (Anierac) დირექტორი პრიმიტივო ფერნანდესი ირწმუნება, რომ „მოცემულ მომენტში დეფიციტის რისკი არ არსებობს“.

უკრაინა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს მზესუმზირას ზეთის წარმოებისა და ექსპორტის მოცულობით. ამ პროდუქტის მსოფლიო ვაჭრობის 50% უკრაინაზე მოდის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close