პოლიტიკაკრიმინალი

მოპარულია დივერსიული ქმედებებისთვის გამოყოფილი 5 მლრდ დოლარი, პუტინმა გამოძიების ბრძანება გასცა

უკრაინულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები ეჭვმიტანილები არიან ფულის გაფლანგვაში – უკრაინული მედიის ინფორმაციით, გაფლანგულია 5 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც დივერსანტებისთვის იყო გამოყოფილი და პუტინი ახლა შესაბამის უწყებებს ავალებს, საფუძვლიანად შეისწავლონ, სად წავიდა ეს თანხები და რატომ ჩავარდა უკრაინაში დივერსანტების „საქმიანობა“. 

UNIAN-ი უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალურ პროკურორსა და FSB-ს დირექტორის პირველ მოადგილეს მითითება მისცა, გაარკვიოს რაზე დაიხარჯა ის მილიარდები, რომლებიც 2014 წლიდან 2022 წლამდე უკრაინაში, დივერსიული და პროპაგანდისტული საქმიანობისთვის გამოყვეს.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები არიან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები. მაგალითად, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, ახლო საზღვარგარეთთან კულტურული და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გენერალი ვლადიმირ ჩერნოვი, მისი მემკვიდრე იგორ მასლოვი, FSB-ს სამსახურის უფროსი, გენერალი სერგეი ბესედა, ასევე, მიხაილ ბაბიჩი და იანა ლანტრატოვა, ეკონომიკური განვითარების მოქმედი მინისტრი, ინალ არძინბა, აფხაზეთის მოქმედი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვები.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, დასახელებულმა პირებმა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი მოიპარეს.

„მაშინ, როდესაც პუტინი თვლიდა, რომ ფული ხმარდებოდა პროპაგანდასა და დეზინფორმაციას, სინამდვილეში ის მოპარულია, ის იმედოვნებდა, რომ რუსული არმია უკრაინაში ძლიერ მხარდაჭერას მიიღებდა, მაგრამ რეალურად სიტუაცია საპირისპირო აღმოჩნდა“, – წერს უკრაინული მედია.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close