მიგრაციამსოფლიო

კანადა 2024 წლისთვის იმიგრანტების რეკორდულ რაოდენობას მიიღებს

კანადა, რომელიც სამუშაო ძალის გასაზრდელად, ძირითადად, იმიგრანტებს ეყრდნობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 1.3 მილიონზე მეტი იმიგრანტის მიღებას აპირებს, რათა მხარი დაუჭიროს ეკონომიკის პოსტპანდემიურ ზრდას. 

პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს მთავრობა მიზნად ისახავს დაამატოს 431 000-ზე მეტი მუდმივი მცხოვრები მიმდინარე წელს, 2023 წელს – 447 000 და 2024 წელს – 451000.

„ემიგრაციამ ხელი შეუწყო კანადის ისეთ ქვეყნად ჩამოყალიბებას, როგორიც დღეს არის. ჩვენ ორიენტირებული ვართ ეკონომიკის აღდგენაზე და იმიგრაცია არის ამის გასაღებია“, – განაცხადა იმიგრაციის მინისტრმა შონ ფრეიზერმა.

გასულ წელს კანადამ  405 000-ზე მეტი იმიგრანტი მიიღო, რაც ყველაზე დიდი წლიური ზრდაა ქვეყნის ისტორიაში.

ახალი გეგმის თანახმად, ახალჩამოსულთა თითქმის 60% უნარებისა და სამუშაო გამოცდილების საფუძველზე ეკონომიკურ იმიგრანტის სტატუსს მიიღებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რენდი ტანთონგ-ნაითი

businessformula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close