პოლიტიკაქართველები უცხოეთში

უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. საგარეო უწყების ინფორმაციით, უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი ამოქმედდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ, გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო.

„უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68;  +380 (93) 761 17 17.

როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წვერი ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ უკრაინის ტერიტორია. შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close