ფსიქოლოგიარჩევები

ყოველი ახალი წლიდან ადამიანები ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ – როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად?

წონაში დაკლება, სიგარეტისთვის თავის დანებება, სწორი კვება, ნაკლები ალკოჰოლი და მეტი მედიტაცია –  ამ ყველაფერს საკუთარ თავს 2022 წლისთვის არაერთი ადამიანი დაჰპირდა. ახალი წლის ღამე ხომ სწორედ უამრავ ახალ გეგმასა და ჩანაფიქრს იტევს, თუმცა საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის შესრულებას ცოტა ადამიანი თუ ახერხებს.

ენთუზიაზმირომლითაც ყოველ ახალ წელს ვხვდებით31 დეკემბრის ფეიერვერკს ჰგავს. ის შეუდარებლად კაშკაშა შუქების შადრევანიარომელიც ცას ძლიერი აფეთქების შემდეგ ანათებს და ქრებაეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაციაზე კონტროლი ისევ ჩვენი შინაგანი სიზარმაცის ხელშია და ასე გრძელდება წლიდან წლამდეარა და – გამოსავალი ნამდვილად არსებობს, თუმცა ამისთვის რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ საახალწლო დაპირებები რეალობად ვაქციოთ? ამ კითხვით Deutsche Welle-მ გერმანელ ექსპერტებს მიმართა.

ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას!

„ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვათ, არის ძალიან ბევრი რამის ერთდროულად კეთების დაწყება“, – გვაფრთხილებს ფსიქოლოგი მარიო შუსტერი, რომლის სპეციალიზაციაც ადამიანის შრომისუნარიანობის ოპტიმიზაციას ითვალისწინებს. მისი თქმით, თუ გინდათ, რომ ერთდროულად დაანებოთ თავი მოწევას,  კვების რაციონიდან გამორიცხოთ ტკბილეული და დაიწყოთ სირბილი, ეს აუცილებლად გადატვირთავს თქვენს ფსიქიკას.

ძველი ჩვევებისგან თავის დაღწევას ნებისყოფა სჭირდება, თუმცა ის საკმარისი ოდენობით არავის აქვს. ამიტომაც, თუ რამდენიმე მიზნის მიღწევას ერთდროულად ცდილობთ, თქვენს ნებისყოფას პარალელურად რამდენიმე მიმართულებით მუშაობა მოუწევს და ეს იოლი არ არის. ამ ყველაფრის შედეგად კი ვერაფერს მიაღწევთ. რამდენიმე ჩვევის შეცვლაში ცუდი არაფერია, თუმცა ამაში მთავარია არა ყველაფრის ერთდროულად მიღება, არამედ ერთმანეთის მიყოლებით გაკეთება – ასეთია შუსტერის შეფასება.

აუცილებელია ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა სიამოვნებით!

მაშ ასე, დადგა დრო აირჩიოთ მიზანი, რომლის მიღწევაზეც სრულად უნდა კონცენტრირდეთ, თუმცა რომელ მათგანს აირჩევთ? ყველაფერი, რაც ამ წლისთვის ჩაიფიქრეთ, თქვენთვის ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. პასუხი მარტივია: „ის, რასაც აპირებთ, უნდა იყოს სასიამოვნო. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური მიდგომა იმ ცვლილებების მიმართ, რომელთა მიღწევაც გვინდა”, – ხაზს უსვამს ექსპერტი.

„მოწევას თავი უნდა დავანებო!“ თუ „მინდა, მოწევას თავი დავანებო!“? – ერთი შეხედვით, ეს ფრაზები მხოლოდ უმნიშვნელოდ განსხვავდება, თუმცა, მეორე მხრივ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ჩაფიქრებული პროექტის გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად ნამდვილად გადამწყვეტია, ის უნდა განვახორციელოთ, თუ ეს ჩვენი სურვილია.

მნიშვნელოვანია, რომ რეალისტად დარჩეთ!

ისინი, ვინც 2021 წელს თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი დივანზე გაატარა და 2022 წელს კვირაში ოთხჯერ ერთი საათის განმავლობაში სირბილს გეგმავს, საკუთარ თავს ძალიან რთულ ამოცანას უსახავენ. უფრო მეტიც, ამის შესრულება შეუძლებელია. ადამიანმა, რომელიც დივანზე წოლას არის მიჩვეული, შეიძლება იამაყოს საკუთარი თავით, თუ ის შეძლებს კვირაში ორჯერ მაინც წამოდგეს და სასეირნოდ ან სარბენად გავიდეს, თუნდაც ეს მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდეს.

„რეგულარობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხანგრძლივობა და ინტენსივობა“, – ამბობს ფსიქოლოგი მარიო შუსტერი. ამ ყველაფრის აზრი არის სპორტული აქტივობის, როგორც ახალი ჩვევის, ჩამოყალიბება. თუ თავს ეგრევე ძალიან  არ გადაიტვირთავთ, მაშინ გექნებათ მეტი შანსი, რომ სპორტით სიამოვნება მიიღოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასახული მიზნის მიღწევას შეძლებთ.

გააკეთეთ ისე, რომ საკუთარ თავს სხვა გამოსავალი არ დაუტოვოთ!

მაშ ასე, აბსტრაქტულმა მიზანმა მეტ-ნაკლებად მკაფიო ფორმები მიიღო. „სწორედ აქ დგება ის მომენტი, როდესაც ღირს თქვენი გეგმების სხვა ადამიანებისთვის განდობა“, – მიიჩნევს ფსიქოლოგი. მისი თქმით, ეს მოტივაციას გაგიძლიერებთ. ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანები უფრო ხშირად არღვევენ საკუთარი თავისადმი მიცემულ პირობას, ვიდრე იმ დანაპირებს, რომელთა შესახებაც ხამამაღლა საუბრობენ.

„სამოტივაციო ხვრელი“: არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიწყინოთ!

შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ნებისყოფის მობილიზება შეძლოთ და 2022 წლის დადგომასთან ერთად საკუთარი თავისთვის მიცემული პირობების შესრულება მოახერხოთ. მაგალითად, მოწევას თავი დაანებეთ და ვარჯიშიც დაიწყეთ. ერთი შეხედვით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, საკუთარი თავით ამაყობთ და უცებ ახალი ცხოვრება მოსაწყენად გეჩვენებათ, ცვლილებების საჭიროების დიდ აზრსაც ვეღარ ხედავთ. ამის შედეგად დივანზე წამოწვებით და სიგარეტს ამოიღებთ. როგორ უნდა გამოხვიდეთ ასეთი „სამოტივაციო ხვრელიდან“?

„არასოდეს განსაჯოთ საკუთარი თავი ამის გამო!“ – გვაფრთხილებს მარიო შუსტერი. მისი თქმით, გადაჭარბებულმა სინანულმა შეიძლება მთელი პროექტი ჩააფლაოს. ფსიქოლოგის განმარტებით, წარუმატებლობის შესაძლებლობა და ალბათობაც ყოველთვის არის და ეს სავსებით ნორმალურია.

აუცილებელია მიღწეულ წარმატებებზე კონცენტრირება, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს ისინი. ეს აამაღლებს თქვენს თვითშეფასებას, – განმარტავს შუსტერი. თუ საკუთარი თავის რწმენას შეინარჩუნებთ, საკუთარი ქმედებების ეფექტიანობასა და წარმატებას ირწმუნებთ, ასე სწრაფადაც არ დანებდებით.

სჯობს საერთოდ არ გქონდეთ გეგმა, ვიდრე შეიმუშაოთ სტრატეგია, რომელიც დაგთრგუნავთ!

ხანდახან კარგი ზრახვებიც კი შეიძლება ცუდად გამოვიდეს. მაგალითად, თუ ისინი თქვენს ცხოვრებაში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და „მინდასა“ და „უნდას“ შორის ბრძოლაში იმარჯვებს დამოკიდებულება – „უნდა“.

თუ წარუმატებლობის შემთხვევაში ეს მდგომარეობა თქვენს თვითშეფასებას სრულად ანადგურებს, უნდა გესმოდეთ, რომ საუკეთესო განზრახვაც კი ზოგჯერ კარგ შედეგს არ იძლევა. ასეთ დროს აჯობებს ახალი წელი საკუთარი თავისთვის მიცემული ყოველგვარი დაპირებების გარეშე დაიწყოთ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close