22 საყურადღებო რჩევა 2022 წლისთვის
ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი ახალი, 2022 წლისთვის 22 რეკომენდაციას იძლევა:
1. ნებისმიერ ვითარებაში აირჩიეთ საკუთარი თავი;
2. იყავით გულმოწყალე საკუთარი თავის მიმართ;
3. მიიღეთ თქვენი თავი ნებისმიერი სახითა და ნებისმიერი წარსულით;
4. თუ გინდათ ბედნიერი ბავშვები აღზარდოთ, გაიხსენეთ თვითმფრინავისა და ჟანგბადის ნიღბის შესახებ;
5. იცოდეთ: არავის აქვს უფლება, ტკივილი მოგაყენოთ, მაგრამ შესაძლო ტკივილისგან წასვლა თქვენი პასუხისმგებლობის ზონაა;
6. თუ გინდათ მომხიბლავი იყოთ, ისწავლეთ, რომ თვითონ მოგწონდეთ თქვენი თავი;
7. ნუ ეცდებით საკუთარ თავს სხვების თვალით შეხედოთ;
8. არავის შეადაროთ საკუთარი თავი: ეს აშკარა წაგებაა;
9. ეწვიეთ ფსიქოლოგს თუნდაც ისეთი სიხშირით, როგორც კბილის ექიმთან დადიხართ;
10. გახსოვდეთ: ეჭვი შეგეპაროთ – ნორმალურია. ქვითინი – ასევე. შიში – მით უფრო. თუნდაც მკაცრი მამაკაცი იყოთ;
11. თუ თქვენი არჩევანი ტკივილს არავის (და არც თქვენ) არ აყენებს, მაშინ სწორად იქცევით;
12. ფსიქოლოგიური ნორმის სკალა უზარმაზარია. ნუ მიიწებებთ იარლიყებს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი ცხოვრება და თქვენი არჩევანი საზოგადოდ მიღებულისგან განსხვავდება;
13. იცოდეთ: ქალს არავის არაფერი ვალი არა აქვს, გარდა საკუთარი თავისა – იყოს ბედნიერი. და, წარმოიდგინეთ, ასევეა მამაკაციც;
14. მოვალეობის გრძნობის გამო არასდროს არაფერი მოითმინოთ. ნებისმიერი მსხვერპლი, თუნდაც მცირეოდენი, მხოლოდ სიყვარულით უნდა იყოს ნაკარნახევი;
15. ცხოვრება სინამდვილეში ბედნიერიცაა. და თუ ცხოვრებას რამე მიზანი აქვს, ეს სწორედ ესაა;
16. მიეცით ადამიანებს უფლება, იყვნენ ისეთი, როგორიც არიან. მით უმეტეს, თუ ისინი თქვენი შვილები არიან;
17. საჭირო არაა საკუთარი თავის გადაკეთება. თქვენ უკვე მზად ხართ;
18. თუ გსურთ ისე იცხოვროთ, როგორც გინდათ, მაშინ, პირველ რიგში, საკუთარი თავის გაგება ისწავლეთ;
19. არ შეგეშინდეთ სიტყვისა „არა“;
20. ნაკლებად მოიხადეთ ბოდიში, ხშირად გადაიხადეთ მადლობა;
21. შეცვალეთ სიტყვა „უნდა“ სიტყვით „მინდა“;
22. გიყვარდეთ საკუთარი თავი.
sputnik-georgia.com
კომენტარები