მსოფლიოპოლიტიკა

რატომ TURKIYE – TURKEY-ს ნაცვლად? შეიცვლება თუ არა საქართველოს საერთაშორისო სახელი?

თურქეთის მზარდი პოლიტიკური ამბიციის ფონზე ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი თურქეთს ლათინურ დასახელებას უცვლის – მიზეზი ინგლისურ ენაში Turkey-ს ორი მნიშვნელობა გახდა, რომელიც თურქეთის გარდა ინდაურსაც ნიშნავს.

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური კომუნიკეში აღნიშნულია, რომ სახელწოდება Türkiye ერის კულტურას, ცივილიზაციასა და ღირებულებებს საუკეთესოდ წარმოაჩენს.

თურქეთის ხელისუფლების  გადაწყვეტილებით, საექსპორტო პროდუქტებზე Made in Turkey-ს ნაცვლად, ახლა Made in Türkiye იქნება დატანილი.

ბოლო ხანს არაერთმა ქვეყანამ შეიცვალა დასახელება, სულ ცოტა ხნის წინ ნიდერლანდებმა თქვა უარი დასახელება ჰოლანდიაზე, მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა საბერძნეთთან პოლიტიკური დავის გამო.

„გრუზია“, „ჯორჯია“ თუ „საქართველო“ 

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სახელს, ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაურკვევლობაა. 2011 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მთელ რიგ ქვეყნებს საქართველოს აღმნიშვნელ სახელად „გრუზიას“ ნაცვლად „ჯორჯია“ გამოიყენონ. ეს მოთხოვნა  მხოლოდ სამხრეთ კორეამ გაითვალისწინა.

2018 წელს კი გაჩნდა მოთხოვნა, რომ ქვეყნის საერთაშორისო სახელი Sakartvelo გახდეს.

ქართული მხარის თხოვნა ლიეტუვამ გაითვალისწინა და საქართველოს ავთენტიკური დასახელების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

ლიეტუვამ სახელმწიფოთა სახელდების დოკუმენტიდან ამოიღეს სიტყვა Gruzija, მის ნაცვლად კი ოფიციალურ დოკუმენტებში დააკანონა საქართველოს სახელწოდებად Sakartvelo-ს გამოყენება.

ისტორიულად საქართველოს სახელწოდება დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრდა, როგორც „გეორგია“,  ხოლო უმეტესად სლავურ საზოგადოებებში რუსული გავლენით დამკვიდრდა სახელით „გრუზია“. როგორც დასავლური, ისევე რუსულენოვანი ეგზონიმები ეფუძნება ქართველების უძველეს სპარსულ განსაზღვრება vrkan/gurgan-ს, რომელიც „მგლების ქვეყანას“ ნიშნავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close