fbpx
საზოგადოება

რა არ უნდა დაგვავიწყდეს შობის ღამეს

უკვე რამდენიმე წელია შობის დღესასწაულზე ძველი ტრადიცია აღდგა და 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, მორწმუნეები ფანჯრებში ანთებულ სანთლებს დგამენ.

ფანჯრებთან სანთლების დანთების ტრადიცია 2000 წლიდან განახლდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

მა­ცხოვ­რის შო­ბამდე ცოტა ხნით ადრე, რო­დე­საც ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთისმშობლის მოლოგინების დრო მოახლოვდა, მარ­თალ იო­სებ­სა და მა­რი­ამს რო­მის იმ­პე­რი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რის გამო ბეთ­ლემ­ში წას­ვლა მო­უხ­დათ. ისი­ნი ამა­ოდ ეძებ­დნენ ღა­მის გა­სა­თევ ად­გილს. სას­ტუმ­რო­ში ღა­მის გა­სა­თე­ვად თან­ხა არ ჰქონ­დათ, ღა­რიბ-ღა­ტაკ­ნი  არცერ­თმა სახ­ლმა მი­ი­ღო…

შო­ბის ღა­მეს სარ­კმელ­ში სანთლის დანთებით სიმ­ბო­ლუ­რად მი­ვა­ნიშ­ნებთ, რომ ჩვე­ნი გული და სახ­ლი მზად არის, მი­ი­ღოს ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი, ვი­თხოვთ, შინ გვეწ­ვი­ოს და ჩვენს სახ­ლში იშ­ვას უფა­ლი.

არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, სახლის რომელ მხარეს დაანთებთ სანთელს, თუმცა აღმოსავლეთ მხარეს ყოველთვის დიდი დატვირთვა აქვს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. ტაძარში საკურთხეველი აღმოსავლეთით არის განთავსებული. ეს არის მხარე, საიდანაც ამოდის მზე.

ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს ქადაგებიდან:

„მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული, მე შევთხოვ უფალს, რომ ყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე. ქრისტე ღმერთი, ჩვენი მაცხოვარი, იყოს მფარველი ყოველივე ჩვენგანის. ყოველი ადამიანის. მაცხოვარს შევავედრებთ.

არ დაგავიწყდეთ  შობის ღამეს სანთლის დანთება ფანჯარაში. თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე..

შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი სახელები დაწერილი იყოს წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა. გაეცით სიკეთე, ეს სიკეთე უკან დაგიბრუნდებათ. სიხარული და მადლი შემოვიდეს თქვენს ოჯახებში…“

ბედნიერი შობა თქვენ და საქართველოს!

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close