ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 27 დეკემბერი – 2 იანვარი

2021 წლის 27 დეკემბრიდან 2022 წლის 1-ლი იანვრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. დაუთმეთ ეს დრო სახლს და ოჯახს. გადადეთ სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები და თუნდაც დაუმთავრებელი საქმეები. დაასუფთავეთ, დაალაგეთ ბინა, გაშალეთ მაგიდა, სრულად ისიამოვნეთ სახლში ყოფნით.

2022 წლის 2 იანვარს ახალმთვარეობაა. ეს დღე მცირე პრობლემებით იქნება სავსე. სერიოზული არაფერი, მაგრამ მათ მოგვარებას გარკვეული დრო და ძალისხმევა მაინც დასჭირდება, ამიტომ საღამოს კარგად დაისვენეთ, რათა ენერგია არ მოგაკლდეთ.

 

ვერძი

დიდი ალბათობით, ამ დღესასწაულებზე დასვენებას ვერ შეძლებთ. შეიძლება გადაუდებელი საქმეები და საზრუნავი გამოგიჩნდეთ. ეცადეთ გათავისუფლდეთ 2 იანვარს – ეს დღე შეიძლება განსაკუთრებული იყოს. დღესასწაულების შემდეგ თავისუფლად დაიწყეთ სპორტული ვარჯიში. შედეგი გარანტირებული იქნება! უახლოეს მომავალში ბევრი მხიარული სიურპრიზი გელით.

სასიკეთო დღეები: 30, 31.

 

კურო

ამ საახალწლო კვირაში არასასურველია გარისკვა. უმჯობესია დაელოდოთ მომავალ თვეს და მხოლოდ შემდეგ გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებებზე. პროფესიულ სფეროში წინ ბედნიერი პერიოდი გელით. ახლა ვარსკვლავები გირჩევენ გაშალოთ კარგი სადღესასწაულო სუფრა და მიიწვიოთ საყვარელი ადამიანები. ასეთი სადღესასწაულო განწყობა, ზეიმი და დადებითი ენერგიით დამუხტვა ნამდვილად გჭირდებათ!

სასიკეთო დღეები: 29, 1.

 

ტყუპი

უმჯობესია ამ დროისთვის საპასუხისმგებლო საქმეები არ დაგეგმოთ. ზოგადად, სასურველია ზოგიერთი საკითხის მოგვარებაზე სხვებმა იზრუნონ, ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. სამსახურში შესაძლოა კოლეგებთან გაუგებრობები წარმოიშვას, მაგრამ შეეცადეთ მდგომარეობა არ დაიძაბოს და სადღესასწაულო დღეები არ ჩაიშხამოთ. ახლა უფრო ხშირად გაიღიმეთ: ღიმილი თქვენი დამხმარე იქნება.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

 

კირჩხიბი

თავი ღირსეულად დაიჭირეთ, მაშინაც კი, თუ გარშემო მყოფები თქვენში ემოციებს გამოიწვევენ. არ დატოვოთ სამუშაო დღესასწაულისთვის, მაგრამ შეეცადეთ, ყველა პროექტი ახალ წლამდე დაასრულოთ. პროფესიულ სფეროს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში, თანაც ამ კვირაში ბრწყინავთ და ყველას აოცებთ თქვენი ამოუწურავი შესაძლებლობით. დასვენების დღეებში მეტი დრო გაატარეთ შვილებთან.

სასიკეთო დღეები: 30, 31.

 

ლომი

სასიყვარულო ფრონტზე ცვლილებები გელით. უახლოეს დღეებში საბედოს შეხვდებით, ან ახალ საფეხურზე გადახვალთ არსებულ პარტნიორთან ურთიერთობაში. პროფესიულ სფეროში იყავით უფრო ტოლერანტული ადამიანების მიმართ. დღესასწაულის ბოლოს მცირე ფინანსური სირთულეები გელით. ამ ყველაფრის გასამკლავებლად „ქამარი შემოიჭირეთ“.

სასიკეთო დღეები: 27, 1.

 

ქალწული

ამ პერიოდის დასაწყისში თავს ენერგიულად იგრძნობთ. ის თავის კულმინაციას 2 იანვარს მიაღწევს. გამოიყენეთ ეს დრო თქვენი გულწრფელი სურვილებისა და მისწრაფებების რეალიზებისთვის. სხვათა შორის, სწორედ ამ საახალწლოდ გირჩევენ ვარსკვლავები, აიხდინოთ თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნება – წარმატებას გისურვებთ!

სასიკეთო დღეები: 29, 30.

 

სასწორი

ახალ წლამდე აუცილებლად ჩაატარეთ გენერალური დასუფთავება. ასევე სასურველია ზედმეტ ნივთებთან განშორება როგორც სახლში, ისე სამსახურში – რად გინდათ, რასაც არ იყენებთ?! მეორე ნახევართან ურთიერთობა შეიძლება გაუარესდეს დღესასწაულებზე. აკონტროლეთ სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ ეს საახალწლო დღეები მარტომ გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

 

მორიელი

მაქსიმალური დასვენება. ამ კვირაში დიეტას მაინც ვეღარ გააგრძელებთ და ტყუილად ნერვებს ნუ მოიშლით – მოიცადეთ იანვრის შუა რიცხვებამდე, თუმცა ეცადეთ, ზედმეტი კილოგრამები არ დაიმატოთ. ამ საახალწლო პერიოდში მაქსიმალურად დაისვენეთ და ძალა მოიკრიბეთ. თუ ახლობელ ადამიანებთან იჩხუბებთ, შერიგება არ გააჭიანუროთ, პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგით და სადღესასწაულო პერიოდი ბედნიერად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

 

მშვილდოსანი

ამ პერიოდში ურთიერთობებს მიანიჭეთ უპირატესობა, ნუ ჩაიკეტებით:  მოემზადეთ იმისთვის, რომ ყველა საკითხი ისე მარტივად არ მოგვარდება, როგორც თქვენ გსურთ. დაუკავშირდით ახლობელ ადამიანებს დასახმარებლად. სხვადასხვა ღონისძიებაზე მიგიწვევენ და უარს ნუ იტყვით, კარგი იქნება, თუ დროს საამისოდ გამონახავთ, ნამდვილად სასარგებლო იქნება თქვენთვის. შეეცადეთ სადღესასწაულო დღეები ქალაქგარეთ გაატაროთ!

სასიკეთო დღეები: 28, 31.

 

თხის რქა

ეს პერიოდი ხელსაყრელია ნებისმიერი მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით, თუ დასასვენებლად მიდიხართ. წაიყვანეთ თქვენი ოჯახი: მარტო დროს ხალისიანად ვერ გაატარებთ. შეეცადეთ ახალ წლამდე ვალები გაისტუმროთ. იანვარში უფრო ფრთხილად იყავით ფულის ხარჯვისას, გაუფრთხილდით ბიუჯეტს და მხოლოდ იმაზე დახარჯეთ ფული, რაც ნამდვილად გჭირდებათ, თანაც გადაუდებლად.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

 

მერწყული

უკვე იანვრის დასაწყისში უამრავი საქმე გელით, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოაგვაროთ.  თუმცა არ ინერვიულოთ: ყველაფერს გაუმკლავდებით! მთავარია ყველაფრის კარგად ორგანიზება. 2 იანვარი თქვენთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი დღე იქნება – ამ დროს დაგეგმეთ შეხვედრები და გართობა.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

 

თევზები

ამ პერიოდისთვის გეგმების შედგენაც კი არ მოგიწევთ, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი განხორციელება შეძლოთ. სიზარმაცე ზღვარზე იქნება, მაგრამ იქნებ ასეც ჯობდეს – დამშვიდდით, დაისვენეთ, აზრები დაალაგეთ და სადღესასწაულო დღეები ხალისიანად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 30, 31.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close