ვიდეოსაბერძნეთი

ულამაზესი ათენი შობა-ახალი წლის წინ (ვიდეო)

შობამდე რამდენიმე დღე დარჩა, ათენი  კი უკვე რამდენიმე კვირაა, მზადაა დღესასწაულებისთვის. არაჩვეულებრივად მორთული ქუჩები და სკვერები, ულამაზესი განათებები შესანიშნავ განწყობას ქმნის. 

სინდაღმის მოედანი წელს განსაკუთრებით ლამაზია, სწორედ აქ ცემს საბერძნეთის დედაქალაქის გული. ცოტა მოშორებით, ათენის მერიის წინ ყინულის მოედანი ახარებს სრიალის მოყვარულებს და ნამდვილი ზამთრის და შობა-ახალი წლის ატმოსფეროს ქმნის.

კიფისიის პროსპექტზე სავაჭრო ცენტრები სადღესასწაულოდაა მორთული და შოპინგის მოყვარულებს ელოდება.

OTE-ს შტამბეჭდავი შენობა, როგორც ყოველთვის,ახლაც ბრწყინავს. განსაკუთრებით იტაცებს თვალს მრავალსართულიან შენობაზე დამონტაჟებული ლაზერის სხვები.

ქვედა ვიდეოზე კი ისევ ათენია, ოღონდ მთელი 80 წლის წინათ – 1962 წელს. საინტერესოა ნახვა, როგორ დღესასწაულობდნენ მაშინ საბერძნეთის დედაქალაქში შობას.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close