ბავშვი იქამდე დაიბადა, ვიდრე პერსონალმა დედა დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა – თვითმხილველის მონაყოლი (ვიდეო)
ჩაჩავას კლინიკაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრაზე მისული ქალბატონი უჩვეულო, ამაღელვებელ ფაქტს შეესწრო. ორსული ქალი სამშობიაროდ ბლოკში მიჰყავდათ, თუმცა ბავშვი იქამდე დაიბადა, ვიდრე პერსონალმა დედა დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა:
„დღეს ჩაჩავაში ვაქცინაციაზე ვიყავი, აცრის კაბინეტიდან გამოსული, ამ საოცარი ამბის მომსწრე გავხდი. სამშობიაროს მიმღებში იმ წუთის შემოსული ქალი ბლოკში მიჰყავდათ, მაგრამ პატარამ ძალიან იჩქარა და იქ მყოფი ადამიანები ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა. ისე წამებში მობილიზდა ყველა, ექიმიც, სტუმარიც, დირექტორიც. იმხელა სითბო იგრძნობოდა პერსონალის და ჩემნაირი შემთხვევითი ადამიანების მხრიდან, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდით, ამიტომაც მიყვარხართ ჩაჩაველები. დარწმუნებული ვარ, დედაც და ბავშვიც კარგად არიან“, – უჩვეულო სანახაობის თვითმხილველის შთაბეჭდილებებს და ვიდეოს ჩაჩავას კლინიკის ოფიციალური facebook გვერდი აქვეყნებს.
კომენტარები