ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის,  8-14 ნოემბერი

8 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით მთვარე ზრდის ფაზაშია. ამ დღეებში ძლიერდება ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა. ერთი მხრივ, ეს კარგია, მეორე მხრივ – არსებობს შესაძლებლობების გაზვიადების რისკი. ბევრი რისკავს, ცდილობს აჩვენოს თავისი ძალა და გამბედაობა. ქარიზმატული პიროვნებები ადვილად იზიდავენ ადამიანებს, შთაუნერგავენ მათ ენთუზიაზმსა და  წარმატების რწმენას. სამწუხაროდ, ეიფორია შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს, წარმატება კი ზედაპირული აღმოჩნდეს. უმჯობესია, არ გარისკოთ, თუ დაცვის გარანტია არ გაქვთ. სასიამოვნო მომენტია ის ფაქტი, რომ ამ დღეებში ადამიანების უმეტესობა თავს კარგად გრძნობს.

 

ვერძი

ნუ დაიძაბებით, ასწიეთ თავი ზევით, დააწესეთ მაღალი სტანდარტები, იმუშავეთ დასვენების გარეშე და შეეცადეთ აითვისოთ უკიდეგანოდ ყველაფერი. ამ კვირის განმავლობაში შეგიძლიათ დიდი ნახტომი გააკეთოთ თითქმის ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ისეთ პროფესიებში, რომლებიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. მიღებული შედეგებით ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩებით, რადგან ზედმეტად თვითკრიტიკული ხართ და მეტს ელოდებით, მაგრამ იცოდეთ, ეს შედეგი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ საკმაოდ დიდხანს წყნარად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 14.

 

კურო

კუროსთვის ეს ძალიან უცნაური, მისტიკური კვირაა – ერთსა და იმავე დღეს მიიღებთ სრულიად განსხვავებულ ინფორმაციებს, დილით შეიძლება თქვათ, რომ „მარცხენა ფეხზე“ ადექით, საღამოს კი ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნებით დედამიწაზე. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ახლა გეგმებს ვერ დააწყობთ, რადგან ისინი არაერთხელ შეიცვლება დღის განმავლობაში და, საბოლოო ჯამში,  ვერ შეძლებთ ჰარმონიის მიღწევას, რადგან იქნება რყევების ძალიან დიდი ამპლიტუდა. ეს პერიოდი იღბლიანი იქნება განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფსონს დებს ვალუტების, აქციების და ობლიგაციების კურსის რყევებზე – ამ კატეგორიის ადამიანებს კვირაში რამდენჯერმე გაუმართლებთ!

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ტყუპი

ამ კვირაში ძალიან ძლიერი და ენერგიული ხართ, რაც  საფრთხის წყაროა. თქვენი ძალა ახლა თითქმის ელექტროსადგურის მსგავსია და გსურთ, გავლენა მოახდინოთ სხვა ადამიანებზე სიტყვით თუ საქმით, მაგრამ გარშემო მყოფები არაადეკვატურად აღგიქვამენ, მათ სურთ გააპროტესტონ ის, რასაც თქვენ სთავაზობთ, აცხადებთ, აწესებთ. ამიტომ სხვებისკენ მიმართული აგრესიული ენერგია შეიძლება უკან დაგიბრუნდეთ პრობლემების სახით.

სასიკეთო დღეები: 12, 13.

არასასიკეთო დღე: 10.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში შეიძლება ადვილად ჩავარდეთ დეპრესიაში რაიმე სახის ინტრიგების, მოტყუების ან ჭორების გამო. სავარაუდოდ, იმედგაცრუება საყვარელ ადამიანებში და გარემომცველ რეალობაში (კვირის დასაწყისში) გავლენას მოახდენს თქვენს პროდუქტიულობაზე. მიხვდებით, რომ დრო დაიკარგა და აუცილებელია შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ლომი

თქვენთვის ეს ძალიან მშვიდი და კონსტრუქციული დროა, მთავარია არ იჩქაროთ და დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ და არ ეცადოთ მიიღოთ ის, რაც გსურთ. „ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით“!  ნუ ეცდებით იყოთ პირველი,  ყველას გაასწროთ – ახლა თქვენთვის მთავარია გაერთოთ და ყველაფერი მშვიდად და მოზომილად გააკეთოთ. ეს ხელსაყრელი დროა სულიერი პრაქტიკისთვის და „საყოფაცხოვრებო ანალიზისთვის“: ძველი კარადები და კომოდები, ჩემოდნები, დაგროვილი ნივთები… იქ იპოვით რაღაც განსაკუთრებულს – ჯადოსნურ ნათურას, საიდანაც ჯინი გამოჩნდება და ყველა სურვილს შეგისრულებთ!

სასიკეთო დღეები: 13, 14.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ქალწული

ეს კვირა სწორედ ის დროა, როცა შეგიძლიათ ისარგებლოთ ვარსკვლავების მიერ თქვენთვის მოწოდებული შესაძლებლობებით, შექმნათ ახალი სტრუქტურები, არა მხოლოდ თქვენ იყოთ ორგანიზებული, არამედ სხვებიც აიყოლოთ! ახლა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ მთელი რიგი ვალდებულება – ოთხშაბათს შესაძლოა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე  დაგაწინაურონ. შეასრულეთ დანაპირები, ნუ დააგვიანებთ საქმიან შეხვედრებზე – და ბედნიერების ვარსკვლავები გაგიღიმებენ.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 8.

 

სასწორი

თქვენი ნიშნისთვის ეს არის მოგზაურობის, მივლინების, აეროპორტში ან მატარებლის სადგურზე შეხვედრების კვირა. თუ თავად არ გაემგზავრებით სადმე, მაშინ მოგიწევთ ვინმეს შეხვდეთ ან გააცილოთ. ამ დროისთვის სამსახურთან თუ სწავლასთან დაკავშირებული ყველა აქტივობა წარმატებული იქნება. გაანათლეთ ახალგაზრდა თაობა და თავად ისწავლეთ სხვის შეცდომებზე.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

 

მორიელი

თქვენი ოჯახი ნებისმიერი მიზეზით, ან მის გარეშე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. კონფლიქტის მიზეზი შეიძლება იყოს ყველაფერი: როგორც ის, თუ რა გადაცემას უყუროთ ტელევიზორში, ისე დასაუთოებელი ტანსაცმელი, გასაპრიალებელი ფეხსაცმელი… ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება წონასწორობიდან გამოგიყვანოთ და ეს სკანდალი შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს. შეეცადეთ, კარგად დაფიქრდეთ და ნებისმიერ შემთხვევაში ისე იმოქმედოთ.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მშვილდოსანი

ახლა თქვენი ნიშნისთვის ყალიბდება პლანეტების ძალიან უჩვეულო და საინტერესო ორმხრივი განლაგება, რის შედეგადაც შეიძლება გაიცნოთ ქველმოქმედი, ან თქვენი ნიჭის თაყვანისმცემელი და მფარველი ადამიანი. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავშირები და მათი გამოყენების შესაძლებლობა. შეგიძლიათ გამოხვიდეთ ნებისმიერი სიტუაციიდან, შეიძინოთ უფრო და უფრო მეტი ახალი ნაცნობი და მიიზიდოთ ადამიანების დიდი წრე თქვენს ბიზნესში – შორეული ნათესავებიდან თქვენი ნაცნობების ნაცნობებამდე.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თხის რქა

ამ კვირაში სიყვარული, თავისუფლება და სიმშვიდე გელით. გააოცეთ ახლო მეგობრები და მით უმეტეს – მტრები  თქვენი ამაღლებული გრძნობებით, ახალი კოსტიუმების უჩვეულო ფერებით, ახალი სურნელით და ახალი ვარცხნილობით. თქვენი ამოცანაა ამ კვირაში გამოიყურებოდეთ და მოიქცეთ განსხვავებულად და არა ისე, როგორც გჩვევიათ – შეებრძოლეთ საკუთარ სტერეოტიპებს!

სასიკეთო დღეები: 12, 13.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მერწყული

ეს მშვენიერი კვირაა თქვენთვის კარიერული თვალსაზრისით: ამ ნიშნის თითოეულ წარმომადგენელს ექნება შანსი, წინ წავიდეს, „აიღოს ქულები“ და კონკურენტებს გაუსწროს. გამოავლენთ დიდ შრომისმოყვარეობას და გამორჩევის სურვილს. დაივიწყეთ, რომ გამოუძინებელი ხართ, შინაურ ცხოველებთან თუ თქვენი მეუღლის მშობლებთან დაკავშირებული პრობლემები და შეძლებთ მარტივად მიაღწიოთ წარმატებას სამსახურში.  და რაც უფრო ნაკლები თავისუფალი დრო გექნებათ, მით მეტი შანსია ყველგან და ყველაფერი მოასწროთ.

სასიკეთო დღეები: 12, 13.

არასასიკეთო დღე: 14.

 

თევზები

არსებობს შანსი, რომ ამ კვირაში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები მოაგვაროთ. უფრო აქტიური ურთიერთობები გქონდეთ და მეგობრებისა და კოლეგების დახმარებაზე უარი არ თქვათ  –  ამ შემთხვევაში კვირის ბოლო დღეებში კარიერული წინსვლა გექნებათ და პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 13.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close