მედიცინაშეუცნობელი

50 წლის ასაკში ყველაფერი მხოლოდ იწყება – ინტელექტუალური აქტივობის პიკი 50-70 წლის ასაკში დგება

ამერიკელმა მეცნიერებმა რამდენიმე წლის წინათ ნამდვილი გადატრიალება მოახდინეს თანამედროვე მეცნიერებაში თავის ტვინის ფუნქციონირების გაგების თვალსაზრისით. მათ დაადგინეს, რომ  ადამიანის ინტელექტუალური აქტივობის პიკი 50-70 წელზე მოდის (საშუალოდ, დაახლოებით 60 წლისა და მეტ ასაკში ტვინი მთელი ძალით იწყებს მუშაობას).

საქმე ისაა, რომ დროთა განმავლობაში ადამიანის თავის ტვინში იზრდება ნივთიერება მიელინის რაოდენობა, რომელიც სიგნალს აიძულებს უფრო სწრაფად გაიაროს ნეირონებს შორის. ამის წყალობით ტვინის საერთო ინტელექტუალური ძალა დაახლოებით 3000%-ით იზრდება საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო მიელინის აქტიურობის პიკი 60 წელზე და კიდევ უფრო მეტ ასაკზე მოდის.

ამის შესახებ საუბარია ცნობილი მკვლევრის, ბარბარა სტოუჩის წიგნში „ასაკოვანი ტვინის საიდუმლო ცხოვრება“ (“The Secret Life of the Grown-up Brain”).

თუ 50 წლამდე თავის ტვინის 2 ნახევარსფეროს შორის ფუნქციები მკაცრადაა განაწილებული, 50 წელს ზემოთ ადამიანს შეუძლია ტვინის ორივე ნაწილი ერთდროულად გამოიყენოს. ეს მას საშუალებას აძლევს, გაცილებით უფრო რთული ამოცანები გადაჭრას.

ამასთან ერთად, თავს იჩენს მოზრდილი და ხანდაზმული ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მათ თავიანთი სიცოცხლის მანძილზე შეიძინეს. ისინი ნაკლებად იბნევიან უჩვეულო ან ემოციური ინფორმაციის მიღების დროს, ვიდრე ახალგაზრდები. როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა დილიპ ჯეისტმა განაცხადა, „იმ ადამიანის ტვინი, რომლის ზურგს უკან ათწლეულების სიცოცხლეა, ნაკლებად იმპულსური და მეტად რაციონალურია“. მისი აზრით, სწორედ ამას შეიძლება ვუწოდოთ სიბრძნე.

ადრე ითვლებოდა, რომ ცხოვრების ბოლოსთვის ადამიანი ნეირონების 30%-ს კარგავდა, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ თავის ტვინის უჯრედები არ კვდებიან, ხოლო დაბნეულობა და გულმავიწყობა ადამიანის ოპერატიულ მეხსიერებაში დიდი რაოდენობით ინფორმაციის დაგროვებას უკავშირდება. ნეირონებს შორის კავშირი შესაძლოა დაიკარგოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მათ უმოქმედოდ დატოვებს და ამჯობინებს, რომ ტვინი არ დაძაბოს სააზროვნო სამუშაოთი.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close