ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 6-12 სექტემბერი

6 სექტემბერს კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დღეს განსაკუთრებით ისინი დაზარალდებიან, ვინც მიჩვეულია ყველა საკითხი თავად გადაწყვიტოს და ყველაფერი თვითონ გააკეთოს. შესაძლოა სწორედ ახლა დადგეს გარდამტეხი მომენტი მეუღლესთან ურთიერთობაში. ვარსკვლავები გადაწყვეტილების მიღებას გირჩევენ, გაურკვეველი სიტუაცია უნდა დაასრულოთ.

7 სექტემბერს ახალმთვარეობაა. ამ პერიოდში განსაკუთრებით კარგად გამოიყურებით. გამოიყენეთ ეს მაქსიმალურად. წადით პაემანზე, დაესწარით საინტერესო ღონისძიებებს, შეხვდით ძველ მეგობრებს, აისრულეთ სურვილები. დაე, ეს დღე ნაყოფიერი იყოს თქვენთვის.

8-იდან 12 სექტემბრის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. იმდენი რამ იქნება გასაკეთებელი, რომ დელეგირების გარეშე ვერ მოახერხებთ გამკლავებას. ნუ შეგეშინდებათ, თუ საქმეებს სხვა ადამიანებზე გადაამისამართებთ, ან ირგვლივ მყოფებს დახმარებას სთხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი ენერგიის მარაგს ნულამდე დაიყვანთ.

 

ვერძი

ოპტიმიზმი – აი რა დაგეხმარებათ ახლა, ნებისმიერ პრობლემას რომ გაუმკლავდეთ. ყველაზე რთული საქმე ფინანსებს უკავშირდება: შეიძლება სესხის აღება დაგჭირდეთ. მიიღეთ ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა. შეეცადეთ სამსახურში არ დაიგვიანოთ: უფროსები ბრალს რაღაც წვრილმანებში დაგდებენ.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

 

კურო

ეს პერიოდი შეიძლება  ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. თუ ახლა გინდათ განახორციელოთ რაიმე იდეა – თამამად დაიწყეთ! შეეცადეთ საყვარელ ადამიანთან ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ და არ იჩხუბოთ! თუ დამნაშავე თავად ხართ, აუცილებლად ითხოვეთ პატიება.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ტყუპი

შეეცადეთ, მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდება, სხვებისგან საიდუმლოდ შეინახოთ. უფრთხილდით მოშურნეებს და ჭორებს. ეს პერიოდი ხელსაყრელია ნებისმიერი წამოწყებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის შეცვლას გეგმავთ. 7 სექტემბერს რაც შეიძლება ნაკლებად დაიტვირთეთ.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 6.

 

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი საქმეები შეიძლება და საჭიროა სწორედ ამ პერიოდში დაიგეგმოს. ვარსკვლავები ერთიანდებიან, რომ თქვენთვის ყველაფერი საუკეთესო გამოიმეტონ. ნუ გეშინიათ სამუშაოსი: ყველაფერს დროულად გააკეთებთ და ჯილდოსაც მიიღებთ. შეეცადეთ ზურგს უკან არაფერი თქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საიდუმლო მალე გახდება ცნობილი.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ლომი

ცხოვრება ახალი ფერებით ბრწყინავს. საკუთარი თავი მცირე რაღაცით მაინც გაანებივრეთ, თუნდაც ახალი სამოსით. 6-იდან 8 სექტემბრის ჩათვლით ფული არ ისესხოთ, მაშინაც კი, თუ საჭიროება გაიძულებთ. ნახავთ, რომ შემდეგ უფრო გაგიადვილდებათ ფულის შოვნა. რაც შეიძლება მეტი იარეთ ფეხით: ეს კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 7.

 

ქალწული

ბავშვები სრულიად გამოდიან კონტროლიდან, რამაც შეიძლება ბევრი უსიამოვნება გამოიწვიოს. კოლეგებს ნუ ენდობით: ამ პერიოდში უმჯობესია მათ არაფერში დაეყრდნოთ. საქმეების დალაგება და სიტუაციის გაუმჯობესება 9 სექტემბრიდან დაიწყება. ამ დღეს დაგეგმეთ სასიამოვნო შეხვედრა მეგობრებთან.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 6.

 

სასწორი

ამ პერიოდში მომხდარი ჩხუბის შემდეგ შერიგება არც ისე ადვილი იქნება. ასე რომ, შეეცადეთ კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. სერიოზულად იფიქრეთ ცვლილებებზე თქვენს ცხოვრებაში: ისინი თქვენს კარზე დიდი ხანია აკაკუნებენ. კარგი პერიოდია, დრო დაუთმოთ თქვენს ინტერესებს, ჰობის!

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მორიელი

გაბედულად განაცხადეთ თანხმობა დაუგეგმავ მოგზაურობებზე – დაუვიწყარ ემოციებსა და გამოცდილებას მიიღებთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია საქორწილო და სხვა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. სანამ რამეზე აზრს გამოთქვამთ, დაფიქრდით და გამოთქმებიც ყურადღებით შეარჩიეთ –  კარგი ადამიანის უნებლიე წყენინების დიდი რისკი არსებობს.

სასიკეთო დღეები: 11,12.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მშვილდოსანი

ახალ ნაცნობებს უფრო ყურადღებით დაუკვირდით, ვიდრე ოდესმე, რადგან დიდი რისკია თაღლითს გადაეყაროთ. კვირის მეორე ნახევარში მშვილდოსანს სევდა შეიპყრობს. მეგობრებთან და ოჯახთან ერთად თბილ კომპანიაში გატარებული საღამოები ხელს შეუწყობს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, რომ განწყობა შეიცვალონ და დრო მხიარულად გაატარონ. სამუშაო მოიცდის!

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 6.

 

თხის რქა

მზად იყავით იმისთვის, რომ ახლა ვერაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებთ. საქმეები დაგროვდება და ინერვიულებთ. იქნებ დროა შვებულება აიღოთ და დაისვენოთ? ამ დღეებში მიწასთან დაკავშირებით მუშაობა სიმშვიდეს მოგიტანთ. მაგალითად, შეგიძლიათ ოთახის ყვავილები გადარგოთ ან აგარაკზე წახვიდეთ და იქ ცოტა წაიმუშაოთ.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მერწყული

ფულს მიიღებთ იქიდან, საიდანაც არ ელოდით, მაგრამ მოგიწევთ, ფაქტობრივად, მაშინვე დახარჯოთ. ამაზე არ ინერვიულოთ! სამსახურში შეიძლება გამოჩნდეს საინტერესო პროექტი, რომელიც კარიერულ წინსვლას მოგიტანთ. ახალი ნაცნობები თქვენი კარგი მეგობრები გახდებიან.

სასიკეთო დღეები: 11, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თევზები

თქვენს ოჯახში შეიძლება გაუგებრობები წარმოიშვას ოჯახის წევრებს შორის. უნდა იმოქმედოთ, როგორც მშვიდობისმყოფელმა. ამ პერიოდში არავის დააზარალებს მეორე ნახევრისთვის სიურპრიზის მოწყობა. ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია 9 და 11 სექტემბერი. და ელოდეთ მათგან საპასუხო რეაქციას!

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 12.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close