პოლიტიკა

„გირჩი“: საარჩევნო კომისიებში ადგილებს ვყიდით და 100 000-მდე ლარის უკვე გავყიდეთ

„გირჩი“ საარჩევნო კომისიებში ადგილებს საჯარო აუქციონის წესით ყიდის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, თავიდან თბილისში აუქციონის ფასი დაბალი იყო, რადგან პარტიებმა ვერ დაიჯერეს, რომ ადგილები მართლა იყიდებოდა, შემდეგ კი კახეთში დიდი ბრძოლა გაჩაღდა.

„სხვათა შორის, ეს არის შარლ მიშელის შეთანხმების დამსახურება. შეიცვალა საარჩევნო კოდექსი და ბევრ პატარა პარტიას გაუჩნდა ადმინისტრაციული რესურსი, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში 3800 უბანზე შენ შეგიძლია გყავდეს წარმომადგენელი, რომელსაც მცირე თანხით აფინანსებს ბიუჯეტი. წარმოიდგინეთ, მერის საერთო კანდიდატს ვერ პოულობს ოპოზიცია და 3800 ადგილი დააკომპლექტო. სადღაც 200 ლარია ერთ ადამიანზე გამოყოფილი ბიუჯეტიდან. დარწმუნებული ვარ, რომ 1000 ლარი მაინც დაგიჯდება ერთი ადამიანის ხარჯი, იმისათვის რომ ტრენინგი ჩაუტარო და მოამზადო ყველანაირად. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეყიდა. ცოტა შეიძლება დავიტოვოთ, მაგრამ დიდი შინაარსი არ აქვს, რადგან კიდევ გვყავს დამკვირვებლები.

აუქციონები იმართება, რომელიც საჯაროა. აუქციონზე თავიდან თბილისი გამოვიტანეთ. თბილისის აუქციონზე საშუალო ფასი საკმაოდ დაბალი იყო, საშუალოდ, 45 ლარი. ეს იმიტომ, რომ როგორც ჩანს პარტიებმა ვერ დაიჯერეს, რომ მართლა ვშვრებოდით, მაგრამ მეორე დღეს კახეთში დიდი ბრძოლა გაჩაღდა და 100 ლარს გადაცდა აუქციონის საშუალო თანხები. დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ იყიდდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვაჩუქეთ კიდეც, ანუ კოლეგა პარტიებს ვჩუქნით კიდეც, გვინდა, რომ რაღაცა პარიტეტი იყოს დაცული.

ვთქვათ, თუ სადმე მომხდა კონფლიქტი და შენ გყავს მეტი წარმომადგენელი უბანზე, ხმის დაცვის მეტი გარანტია გაქვს. ამიტომ ყიდულობენ მას. ჩვენ ხმებს კი იგივე ხალხი დაიცავს, ვისზეც გავყიდეთ. რა თქმა უნდა, ფულს გავაკეთებთ ამით და ჩვენ ამით მოვიპოვებთ რესურსს, რომლითაც დავაფინანსებთ წინასაარჩევნო კამპანიას. სადღაც 100 000-ის უკვე გავყიდეთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ipress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close