ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

ელექტროავტობუსები ათენის ქუჩებში (ვიდეო)

დაახლოებით ერთი წლის წინათ საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრომ ოფიციალური წერილი გაუგზავნა ავტომწარმოებლებს, გამოსაცდელად გამოეგზავნათ სრულად ელექტრობაზე მომუშავე ავტობუსები.

გადაწყვეტილია, რომ რეალურ პირობებში სატესტო რეისების განხორციელების შემდეგ გამოცხადდება ტენდერის პირობები და შედეგად ათენში ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს.

ბერძნების მოწვევას ესპანური კომპანია Irizar Group-ი გამოეხმაურა და 5 თორმეტმეტრიანი ავტობუსი Irizar ie tram-ი გამოგზავნა. აღნიშნული ავტობუსები ამჟამად ათენში პაგრატი-კიფსელის ხაზზე მოძრაობენ. Irizar ie tram-ი გარეგნულად ტრამვაის უფრო ჰგავს, ვიდრე ავტობუსს და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close