მედიცინაnews

კანადაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შედეგად თრომბოზის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

პაციენტი გამოჯანმრთელებისკენ მიდის, კანადა ვაქცინის გამოყენებას აგრძელებს

კანადაში თრომბოზის მეორე შემთხვევა დარეგისტრირდა AstraZeneca-ს პრეპარატით აცრის შემდეგ. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაციენტს სამედიცინო დახმარება გაუწიეს და უკვე გამოჯანმრთელებისკენ მიდის. გართულებები  განვითარდა მას შემდეგ, რაც პაციენტი ინდოეთში წარმოებული ვაქცინით აცრეს. 

პირველი მსგავსი შემთხვევის შესახებ კანადამ წინა სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია. თრომბოზი განუვითარდა ქალს, რომელიც „ასტრაზენეკას“ ინდოეთში წარმოებული, იმავე პარტიის ვაქცინით აცრეს. ამის მიუხედავად კანადის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ვაქცინის გამოყენებისას მსგავსი შემთხვევები უკიდურესად იშვიათია, ხოლო ვაქცინის უპირატესობა პოტენციურ რისკებს გაცილებით აჭარბებს.

18 აპრილის მდგომარეობით, კანადის მოსახლეობის 23%-ზე მეტს მინიმუმ ერთი აცრა  ჩაუტარდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close