ვაქცინირებული ორსულების ბავშვებს კორონავირუსისადმი თანდაყოლილი ანტისხეულები აქვთ – კვლევა
ორსული ქალები, რომლებიც კორონავირუსზე იცრებიან, ანტისხეულებს ბავშვებს გადასცემენ. ამის შესახებ The Wallstreet Journal-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სულ მცირე, სამი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ ქალების შვილებს, რომლებიც ორსულობის დროს Pfize/BioNTech-ისა ან Moderna-ს ვაქცინით აიცრნენ, დაბადებისას სისხლში კორონავირუსისადმი ანტისხეულები აღმოაჩნდათ.
ერთ-ერთი კვლევისას მეცნიერებმა ანტისხეულები ორსულობის დროს ვაქცინირებული ქალების რძეშიც აღმოაჩინეს.
WSJ-ს ცნობით, ორსულები COVID-19-ის მძიმე შემთხვევების რისკ-ჯგუფად ითვლებიან, ამიტომ კვლევების შედეგები იმის ნიშანია, რომ ქალებს საკუთარი და შვილების ჯანმრთელობის დაცვა ვაქცინაციის დახმარებით შეუძლიათ.
„ახლა მკაფიო მტკიცებულებები გვაქვს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულებისა და მეძუძური დედების შემთხვევაში ჩვილებსაც იცავს“, – განაცხადა ერთ-ერთი კვლევის ხელმძღვანელმა, ექიმმა გალიტ ალტერმა.
მეცნიერების თქმით, ამ თემას უფრო ყურადღებით შეისწავლიან, რათა დაადგინონ რამდენ ხანს უნარჩუნდებათ ახალშობილებს ანტისხეულების.
imedinews.ge
კომენტარები