ისტორიალიტერატურა/წიგნები

„ევროპული ტრაგედიის მამის“, „მიჯაჭვული პრომეთეს“ ავტორის უცნაური სიკვდილი, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

ანტიკური ხანის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ბერძენმა დრამატურგმა ესქილემ (ძვ. წ. 525-456), რომელსაც „ევროპული ტრაგედიის მამას“ უწოდებენ, უდიდესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა – თავისი დიდებული ტრაგედიები, რომლებიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ძველ დროში და მათ ავტორს მთელ დედამიწაზე მიაგებენ პატივს.

ესქილეს ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია: „შვიდთა ლაშქრობა თებეზე“, „მიჯაჭვული პრომეთე“ და ტრილოგია „ორესტეა“ („აგამემნონი“, „ქოეფორები“ და „ევმენიდები“). გადმოცემით, მთლიანობაში მან 90-მდე ტრაგედია შექმნა (მათ შორის, სატირული დრამები), რომელთა უმეტესობის დასახელება ცნობილია, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ 7-ია მოღწეული (ზემოაღნიშნულის გარდა, კიდევ „სპარსელები“ და „მავედრებელი ქალები“).

ესქილე ცნობილი იყო, აგრეთვე, როგორც უდიდესი მეომარი, მონაწილეობდა მარათონის და სალამინის ბრძოლებში, თუმცა იგი ბრძოლის ველზე არ დაღუპულა – მისი სიკვდილი ძალიან უცნაურმა ფაქტმა განაპირობა. როდესაც „ორესტეა“ დაამთავრა (458 წ.), ესქილემ მალე ათენი დატოვა და მესამედ გაემგზავრა სიცილიაზე, სადაც ქალაქ ჯელაში (Gela) გარდაიცვალა ძვ. წ. 456 წელს. გადმოცემის თანახმად, არწივმა, რომელსაც დიდი კუ ჰყავდა ატაცებული ცაში, მას ბრჭყალები გაუშვა და კუ სიმაღლიდან დრამატურგს თავზე დაეცა, სავარაუდოდ, ბაკნით, რის შედეგადაც იგი მყისიერად გარდაიცვალა.

ნინო ბაჯელიძე

ესქილეს სიკვდილი. მაზო ფინიგერას მე-15 ს-ნის ფლორენციული ქრონიკების ილუსტრაცია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close