მსოფლიოკრიმინალი

ესპანეთში პოლიცია უჩვეულო მკვლელობის საქმეს იძიებს – მკვლელი სპილოა

ესპანეთის ზოოპარკში სპილომ ხორთუმით პარკის თანამშრომელი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

კაბარსენოს საფარი-პარკში 4000-კილოგრამიანი სპილო ცხოველების მეთვალყურე 44 წლის ხოაკინ გუტიერესს მაშინ დაესხა თავს, როდესაც იგი ვოლიერს ასუფთავებდა. ცხოველმა მსხვერპლი ხორთუმით გალავნის გისოსებს მიანარცხა.

თავის არეში მიყენებული ტრავმის შედეგად ზოოპარკის თანამშრომელი საავადმყოფოში მიყვანიდან სამ საათში გარდაიცვალა.

როგორც კანტაბრიის რეგიონული მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი (რომლის დაქვემდებარებაშიც შედის პარკი), ამ დროისთვის უცნობია, თუ რამ გამოიწვია სპილოს ასეთი აგრესია. თანამშრომელს მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, ის ჩვეულ ყოველდღიურ საქმიანობას ასრულებდა, დედალი სპილო კი თავის სპლიყვთან ერთად ახლომახლო სეირნობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სპილო ორსულადაა და, ამასთან, ფეხიც აწუხებს – მას ფეხში ინფექცია აქვს შეჭრილი.

ცხოველის უკონტროლო აგრესიის მიზეზს ვერც პარკის თანამშრომლები ხსნიან. ახლა პოლიციის დასადგენია, თუ რამ გამოიწვია ადამიანის მკვლელობა. მიმდინარეობს გამოძიება.

კანტაბრიის რეგიონული მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ზოოპარკის 31-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი ფატალური შემთხვევაა.

კაბარსენოს საფარი-პარკი ჩრდილოეთ ესპანეთში, ქალაქ სანტანდერიდან 17 კმ-ში მდებარეობს. აქ მსოფლიოში გავრცელებული 150-ზე მეტი ფაუნის წარმომადგენელია თავმოყრილი.

კაბარსენოს საფარი-პარკი ყველაზე დიდი ასეთი ტიპის პარკია ევროპაში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close