მედიცინა

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ პანდემიები მომავალშიც იქნება და საჭიროა, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მომზადება

„პათოგენი, რომელიც შესაძლოა მომავალში გამოჩნდეს, შეიძლება ასეთი დამყოლი აღარ იყოს“

ახლა, როდესაც მსოფლიო COVID-19-ის პანდემიის კრიზისშია ჩაძირული, ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ მომავალში შეიძლება წინ გველოდებოდეს რაღაც ისეთივე ცუდი ან უფრო უარესი, როგორიც კორონავირუსია, თუმცა, მეცნიერთა განცხადებით, ასეთი რამ შესაძლებელი და სავარაუდოც კი არის.

მეცნიერები COVID-19-ის პირველი შემთხვევების გამოჩენამდე SARS-CoV-2-ის საფრთხეების წარმოჩენამდე დიდი ხნით ადრე იუწყებოდნენ იმის შესახებ, რომ ჰორიზონტზე შეიძლება იმალებოდა რაღაც მომაკვდინებელი ეპიდემია და შესაფერისი მომზადების გარეშე მას შეიძლებოდა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეს ხედვა სასტიკი, მაგრამ ამავე დროს შეუცდომელი აღმოჩნდა — COVID-19 ზუსტად ისეთივე ეფექტიანია, როგორც მეცნიერებს წარმოედგინათ. ბუნებაზე კაცობრიობის უგუნურმა, დაუსრულებელმა თავდასხმამ კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანა ველურ ცხოველებში არსებულ პათოგენებთან, თანაც ისე, თითქოს ეს გარდაუვალი იყო; მიუხედავად ამისა, SARS-CoV-2-ის ზუსტი წარმოშობის ამბავი დღეს ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის.

შოკისმომგვრელი კი ის არის, რომ ამ მიმართულებით რეალურად არაფერი შეცვლილა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close