კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 1-7 თებერვალი
1-ლიდან 7 თებერვლამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ამ კვირაში მოერიდეთ ნერვიულობას, არ იჩქაროთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. მწვავე ნერვულმა დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს ენერგიისგან დაცლა, უძილობა. უმჯობესია ეს დრო ვარჯიშს დაუთმოთ, განსაკუთრებით ხელსაყრელია წყლის სპორტი და ცეკვა. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ სასეირნოდ სუფთა ჰაერზე ხშირად გახვალთ.
ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დროა. გამოიყენეთ ეს დრო, თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ.
ამ კვირაში, პლანეტების პოზიტიური გავლენის წყალობით, არანაირი დაბრკოლება არ გექნებათ, მაგრამ არ მოდუნდეთ. შესაძლოა მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც ხაფანგს დაგიგებენ. იყავით მშვიდად საქმიან პარტნიორებთან და დისტანცია დაიცავით კოლეგებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით საწინაააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. თქვენს ძველ მეგობართან შეხვედრა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
სასიკეთო დღეები: 2, 3.
არასასიკეთო დღე: 5.
კურო
უახლოეს მომავალში ფულის დეფიციტი არ შეგექმნებათ. პირიქით, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები განწყობას აგიმაღლებთ. მოსალოდნელია წარმატება სამსახურშიც. შეიძლება დახმარება გთხოვონ – უარს ნუ ეტყვით. შაბათ-კვირა აქტიურად გაატარეთ. შეგიძლიათ კარგად დაისვენოთ და გაერთოთ ოჯახთან და რამდენიმე ახლო მეგობართან ერთად.
სასიკეთო დღეები: 1, 5.
არასასიკეთო დღე: 3.
ტყუპი
რომანტიკული განწყობა გარანტირებული გაქვთ. გინდათ სიყვარული, ყვავილები და საჩუქრები… მარტოხელებმა ახლა შეიძლება ახალი რომანი დაიწყონ, მაგრამ შეინარჩუნეთ ბალანსი პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის, ნუ შეეცდებით თქვენი მიზნების მიღწევას თქვენი ოჯახის სიმშვიდისა და კეთილდღეობის ხარჯზე. შესაფერისი დროა იმისთვის, რომ ფიგურის მოწესრიგებაზე იზრუნოთ. სუფთა ჰაერზე გასეირნება, დილის ვარჯიში ენერგიით აგვსებთ, დიეტა კი უმჯობესია ახლა არ დაიცვათ.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 6.
ეს ის პერიოდია, როდესაც შეგიძლიათ დაისვენოთ. ამ კვირაში პლანეტების დადებითი გავლენა პირად ცხოვრებას ძალიან სასიამოვნო გახდის. პრობლემები მოგვარდება, ახლობლებთან შესანიშნავი ურთიერთობა გექნებათ. დრო ხელსაყრელია ნებისმიერი დასვენების, შვებულების, მეგობრებთან შეხვედრისთვის. დაგეგმეთ მოგზაურობა და არ იფიქროთ საქმეებზე.
სასიკეთო დღეები: 3, 1.
არასასიკეთო დღე: 7.
სიჩქარე ახლა საჭირო არ არის. ყველაფერი გააკეთეთ სიყვარულით, გონივრულად. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, სახლის კეთილმოწყობაზე… სასიყვარულო სფეროში შესაძლებელია წარუმატებლობა და კონფლიქტები. ვარსკვლავები გირჩევენ, ფული ფუჭად არ დახარჯოთ – ფინანსური დანაზოგი მალე გამოგადგებათ მნიშვნელოვან საქმეში.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 1.
სამსახურში დაწინაურებისთვის თქვენს უფროსთან ურთიერთობის მოგვარება დაგჭირდებათ, მთავარია, ის სამსახურებრივ რომანში არ გადაიზარდოს. ასევე, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თუ ფიქრობდით სამსახურის შეცვლაზე ან პროფესიულ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანაზე, დროს ნუ დაკარგავთ და იმოქმედეთ! ახლა გულახდილი ნუ იქნებით, თუნდაც ახლო მეგობრებთან, ნუ გაამჟღავნებთ საიდუმლოს: მოგვიანებით მიხვდებით, რომ ეს თავშეკავება სწორი და საჭირო იყო.
სასიკეთო დღეები: 6, 7.
არასასიკეთო დღე: 2.
ტრანსფორმაციის დროა: შეიხედეთ სილამაზის სალონში, დროა შეცვალოთ რამე თქვენს გარეგნობაში. თუ ახალი ნაცნობები გამოჩნდებიან, მათთან ხანგრძლივვადიან ურთიერთობაზე იფიქრეთ. კონტაქტს მარტივად დაამყარებთ. პროფესიულ და კომერციულ სფეროში საქმეები სწორად წარიმართება და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. ეს ძალიან კარგი დროა პირადი და ოჯახური გეგმების დასახვისთვის, რადგან ისინი, დიდი ალბათობით, წარმატებით განხორციელდება თქვენი ძალისხმევით და პლანეტების გავლენის წყალობით. ყურადღება მიაქციეთ უფროს თაობას: მათ პრობლემები აქვთ, მაგრამ თქვენი შეწუხება არ უნდათ და არ გიმხელენ. უმჯობესია, ეს პრობლემები დროულად მოგვარდეს, რომ შემდგომში უფრო არ გამწვავდეს.
სასიკეთო დღეები: 1, 3.
არასასიკეთო დღე: 4.
მორიელი
ამ კვირაში თქვენი ყურადღება, ძირითადად, მიმართული იქნება დამატებითი შემოსავლის მოზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საყოფაცხოვრებო საქმეებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაგიგროვდათ, ახლა საუკეთესოდ გადაწყვეტთ. შეგიძლიათ ჩაატაროთ სარემონტო სამუშაოები, მოაწყოთ გენერალური დასუფთავება. თბილი და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა შეინარჩუნეთ შვილებთან, მალე მოგიწევთ მათთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოგვარება და ჯობია თავიდანვე საქმის კურსში იყოთ.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 7.
მშვილდოსანი
მოსალოდნელია თავდასხმები ირგვლივ მყოფებისგან. მზად იყავით ბრძოლისთვის, მაგრამ არ უნდა იჩხუბოთ ოჯახის წევრებთან. პირიქით, შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ მათთან და გააძლიეროთ ურთიერთობა ლამაზი სიურპრიზებითა და მშვიდი ოჯახური საღამოებით. ამასთან, ოპტიმისტური დამოკიდებულება დაგეხმარებათ ღირსეულად შეხვდეთ ნებისმიერ გამოწვევას და გადალახოთ ისინი უსიამოვნებების გარეშე.
სასიკეთო დღეები: 3, 6.
არასასიკეთო დღე: 2.
ვარსკვლავები კაპიტალდაბანდებას არ გირჩევენ: ეს ძალიან სარისკოა. აი ნაცნობობა კი, მეგობრული თუ რომანტიკული, ნამდვილად ღირს. ამ კვირაში მოულოდნელად ძალიან კარგ რჩევას მიიღებთ, შესაძლოა უცხო ადამიანისგანაც კი, რაც პოზიტიურ ცვლილებას მოახდენს თქვენს ცხოვრებაში. იყავით კეთილგანწყობილი და ღიმილიანი. კვირის მეორე ნახევარში ენერგიის უკმარისობას და ძალების გამოფიტვას იგრძნობთ. გადახედეთ თქვენს კვების რეჟიმს.
სასიკეთო დღეები: 5, 6.
არასასიკეთო დღე: 2.
მხოლოდ შრომისმოყვარეობა და დატვირთული სამუშაო მოგცემთ საშუალებას, გაიაროთ ეს რთული პერიოდი. პლანეტების გავლენის წყალობით, კარგი შესაძლებლობები გექნებათ კარიერული ზრდის თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ განათლების სფეროსთან გაქვთ კავშირი. სამსახურში უფროსები განსაკუთრებით გამოგარჩევენ – აკონტროლეთ თქვენი თავი! შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატარეთ, კარგი იქნება, თუ ქალაქგარეთ გასვლას დაგეგმავთ.
სასიკეთო დღეები: 3, 6.
არასასიკეთო დღე: 5.
ვითარება თქვენს სასარგებლოდ წარიმართება. წარმატება მოსალოდნელია ისეთ სფეროებშიც კი, სადაც მანამდე არ გიმართლებდათ. შაბათ-კვირას დასვენება არ დაგავიწყდეთ. ნუ ეცდებით ყველაფრის ერთბაშად გაკეთებას. მთავარია ხარისხი და არა – რაოდენობა. შეეცადეთ დრო დაუთმოთ ნებისმიერ შემოქმედებით საქმიანობას: ის სარგებელს მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 1, 3.
არასასიკეთო დღე: 6.
თამთა გურული
კომენტარები