თუ უპასუხებთ კითხვას: „რას ნიშნავს ჩემთვის ფული?“ – და თქვენს პასუხებში, „ჭუჭყსა“ და „ნაგავთან“ ერთად, არის „ენერგია“, „ძალა“ – ეს ნიშნავს, რომ ფულის თემა თქვენთვის აქტიურია და იღებთ ფაქტს, რომ ფული ერთ-ერთი ენერგიაა.
ადამიანს შვიდი ძირითადი ენერგია აქვს: ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოემოციური, მატერიალური მდგომარეობის, ცოდნის, ძალაუფლების, რწმენის.
სხვადასხვა ენერგეტიკული დონე ადამიანებს სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს. ენერგიის ყველა სახეობაში მაღალი ენერგეტიკული დონის მქონე ადამიანებს ცხოვრებაში საკვანძო პოზიციები უკავიათ. ზოგიერთები კი თავიანთი საწყალი მდგომარეობის შესახებ მუდმივად მოსთქვამენ.
მაგრამ ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ჩანს. ენერგიის თითოეული სახეობა ადამიანს სხვადასხვა მოცულობით აქვს, თუმცა დაბალი სახეობის ენერგიას, თუ დაგროვდა, შეუძლია უფრო მაღალი სახეობის ენერგიაში გადავიდეს.
თუ დაიწყებთ ფიზიკური დონის ენერგიის დაგროვებას (მაგალითად, სიარულით), ეს ენერგია დაგროვდება და მაღალი დონის ენერგიაში გადაიზრდება.
თუ დასვამთ კითხვას: „თუ სიარულს დავიწყებ, ფულის რაოდენობა გაიზრდება?“ პასუხია – „დიახ. თუ არ გჯერათ, ნუ ივლით“. ვინც დაიწყო სიარულით ან სირბილით, ან სავარჯიშო დარბაზით, დროთა განმავლობაში შეამჩნია, რომ დაუგროვდა ცოდნის ენერგია, რომელიც, თავის მხრივ, რწმენის ენერგიას ავსებს.
რწმენის ენერგია უმაღლეს, მეშვიდე დონეზეა. ის ადამიანს დიდ შესაძლებლობებს აძლევს. რწმენის ენერგიის გამოყენებით ნებისმიერი სხვა სახის ენერგიის მარაგის შევსებაა შესაძლებელი.
რა ხდება მატერიალურ ენერგიასა და მის ერთ-ერთ ზღვართან – ფულთან დაკავშირებით.
ყოველ ადამიანს იმდენი ფული აქვს, რამდენის შეშვებაც შეუძლია საკუთარ ცხოვრებაში ამ კონკრეტულ ეტაპზე, ცოდნისა და რწმენის ენერგიის დონეზე, რომელზეც ამ მომენტში იმყოფება.
ადამიანს აქვს იმდენი თანხა და იმ რაოდენობის ფულს განკარგავს, რომლის განკარგვაც, განაწილებაც, შენახვაც შეუძლია.
მაგალითად, შეუძლია მკაფიოდ უპასუხოს, რამდენი ფული სჭირდება ერთ თვეში და რისთვის. პასუხი „ბევრი ფული“ – ეს ნიშნავს, რომ არ ესმის, რამდენი და მზად არ არის, რომ ეს ენერგია განკარგოს.
იმისთვის, რომ განსაზღვროთ, რამდენი ფულის მიღება შეგიძლიათ თქვენი განვითარების ამ ეტაპზე, ჩაატარეთ უბრალო და სახალისო „დიაგნოსტიკა“.
წარმოიდგინეთ:
მიდიხართ გზაზე. როგორია ეს გზა? აღწერეთ. არის მასზე დაბრკოლებები? გზაზე იპოვეთ ფულიანი ტომარა. აღწერეთ ტომარა. რამდენი ფულია მასში?
ტომარა მძიმეა. უკვე მზე ჩადის, თქვენ კი დიდი გზა გაქვთ გასავლელი. რას უზამთ ფულს? უეცრად გზაზე ყაჩაღები გეღობებიან. ისინი თქვენს ფულზე ნადირობენ. როგორ მოიქცევით?
როგორც იქნა, თქვენი გზა დასრულდა. ფულთან ერთად გახვედით მიზანთან. სად გახვედით? სახლთან? დიდ ქალაქში? სოფელში?
ახლა კი განვსაზღვროთ:
გზა მიუთითებს იმას, თუ რამდენად იოლად შემოდის ფული თქვენს ცხოვრებაში.
თუ გზა ფართოა, პირდაპირი, თქვენი გზა სიმდიდრისკენ მსუბუქია. თუ მტვრიანი, უსწორმასწოროა, ე. ი. დაბრკოლებები გაქვთ და ფულის შემოსვლას თქვენს ცხოვრებაში რაღაც ეღობება.
ფულს ხანდახან ფსიქოლოგიური ბარიერები ეღობება – შაბლონები, მითები, ფულის უარყოფა, მის ნეგატიურ თვისებებზე ყურადღების გამახვილება. ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული ტყის გზა შეიძლება მეტყველებდეს, რომ ფულის გრცხვენიათ.
ნებისმიერი დაბრკოლება გზაზე შეიძლება ფსიქოლოგიურ პრობლემას ან ფულის აკრძალვას მიანიშნებდეს.
ფულიანი ტომრის სიდიდე, ფულის რაოდენობა იმის მაჩვენებელია, თუ რამდენი ფულის მიღებისთვის ხართ მზად თქვენს ცხოვრებაში.
დიდი ტომარა, მაგრამ მონეტებით სავსე – ბევრი, მაგრამ მცირე სამუშაოების შესრულება გირჩევნიათ, იღებთ რაოდენობით და არა ხარისხით.
პატარა ტომარა, მაგრამ ძველი ოქროს მონეტებით – თავს მაღალ შეფასებას აძლევთ, მაგრამ „წვრილმანებში ხურდავდებით“.
უზარმაზარი ტომარა ქაღალდის კუპიურებით (მაღალი ნომინალის) – მასშტაბებთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში გაქვთ, მხოლოდ შემოსავლის მიღების წყაროს პოვნა გჭირდებათ.
პატარა ტომარა დიდი ნომინალის კუპიურებით – თქვენთვის მთავარია ერთი, მაგრამ სარფიანი საქმის არჩევა.
წაიღებთ მთელ ტომარას, თუ იმდენს, რამდენსაც შეძლებთ, ან დამალავთ და მის წასაღებად მოგვიანებით დაბრუნდებით – ეს ფულთან მიმართებით თქვენი სტრატეგიაა. აქ პირდაპირი ანალოგიაა.
თქვენი დამოკიდებულება ყაჩაღებთან – ურთიერთობებია საქმიან პარტნიორებთან და კიდევ ის, თუ რაზე ხართ წამსვლელი საკუთარი ფულის შესანარჩუნებლად.
ვიღაც ადვილად დათმობს ფულს, ოღონდ სიცოცხლე შეინარჩუნოს, ვიღაც მოელაპარაკება მათ და ნახევარს მისცემს. ვიღაც – იჩხუბებს. სწორედ ასე იქცევით ცხოვრებაშიც.
ის, თუ რასთან მიგიყვანათ გზამ, მიუთითებს იმაზე, თუ რა მასშტაბის ბიზნესის შექმნისთვის ხართ მზად.
დიდი ქალაქი – დიდი ბიზნესია. სოფელი – მცირე ბიზნესი, მაღაზია ან პატარა ფირმა. თუ საკუთარ სახლთან გახვედით – დიდი ალბათობით, ბიზნესმენი არ ხართ, არამედ დაქირავებული მუშაკი. თუ მაღაზიასთან გახვედით – მფლანგველი ბრძანდებით და ფულის შენახვა უნდა ისწავლოთ.
კომენტარები