მედიცინა

როდის მოვა ვაქცინა ჩვენამდე და როგორ გადანაწილდება? – „სიტუაცია გაუმჯობესებამდე გაუარესდება“ (ვიდეო)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის პროგრამების ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბერძული „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ 150-ზე მეტი კანდიდატი ვაქცინაა. მათგან კლინიკური კვლევების მესამე ფაზაზე მყოფი 5 ან 6 ექსპერიმენტული ვაქცინის უსაფრთხოების პარამეტრებზე ინფორმაციას ნოემბრის ბოლოს ელოდებიან.

„სავარაუდოდ, შემდეგი წლის დასაწყისში გვექნება მონახაზი, რომელმა ვაქცინამ გაიარა პრეკვალიფიკაცია და რომელი ვაქცინის ავტორიზაცია ხდება გადაუდებელი მოხმარებისთვის. თუ ერთ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვებენელი იქნება 80 პროცენტი და სხვაგან არ იქნება ვაქცინა ხელმისაწვდომი, ან ძალიან დაბალი – 5-10 % მოცვა იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ შევძლებთ თავისუფლად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეკომონიკის გახსნას და ა.შ.“, – აცხადებს ნინო ბერძული.

ვაქცინის გადანაწილებისას თანაბრობისა და სოლიდარობის პრინციპი კოვიდპანდემიისას გადამწყვეტია. რისკის ქვეშ, კომპანიებს დაწინაურებული ვაქცინების წარმოება უკვე დაწყებული აქვთ, მაგრამ პირველ ეტაპზე მოცულობა ლიმიტირებული იქნება და ამიტომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები, თუ ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა.

ჯანმოს ევროპის ოფისში ვმუშაობთ დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ასახავს სწორედ ევროპის რეგიონის სპეციფიკას და ვაქცინაციის ფაზებად დაყოფს. რა რაოდენობის ადამიანის აცრა უნდა მოხდეს, რა ასაკობრივ ჯგუფებში, გათვალისწინებული იქნება დემოგრაფიული მაჩვენებლები, შეიძლება 60+, 65+, 70+. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს შორის პრიორიტეტი მიენიჭება კრიტიკული განყოფილებების სამედიცინო პერსონალს და მათ, ვინც მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობს. მაგალითად, ონკოლოგიურ პაციენტებთან, მოხუცებულებთან“, – განმარტავს ბერძული.

მისი თქმით, სახელმწიფოების მზაობას ჯანმო ახალი ონლაინ ინსტრუმენტით გააკონტროლებს. და კითხვა, რომელზეც პასუხი უკლებლივ ყველას გვაინტერესებს: როდის მოვა ვაქცინა ჩვენამდე?

„პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, 20%-იან მოცულობაზეა საუბარი. ამ მაჩვენებელს თუ მივაღწიეთ პირველი 2 წლის განმავლობაში, ეს იქნება ძალიან კარგი. როდესაც მოხდება 20%-იანი დაფარვა ყველა ქვეყანაში, შემდეგ უკვე გაფართოვდება ხელმისაწვდომობა, მაგრამ ამას დრო დასჭირდება“, – ამბობს ბერძული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close