კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 16-22 ნოემბერი
16-იდან 22 ნოემბრამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ამ კვირაში ჰარმონიული ატმოსფერო იქნება. კვირის დასაწყისი ხელსაყრელია საქმიანობისთვის, რომელიც დაკავშირებულია კოსმიური სამყაროს გამოკვლევასთან. ასევე კარგი დროა ასტროლოგებისთვის. ამ პერიოდს შეუძლია შემოქმედებითობისა და სულიერი გაუმჯობესების კარგი შესაძლებლობები შექმნას. კვირის მეორე ნახევარში იზრდება უხეში, ძალადობრივი კონფლიქტების ალბათობა. კვირის ბოლო დღეებში ატმოსფერო უფრო დაიძაბება, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და უსაფრთხოებას სათანადო ყურადღება დაუთმოთ.
პლანეტების პოზიცია ძალიან შეგაწუხებთ თქვენი ახლობლების ჯანმრთელობის გამო. მღელვარებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს გუნება-განწყობილებაზე. შეეცადეთ ყურადღება მხოლოდ ნეგატიურ ამბებზე არ გაამახვილოთ, კარგიც ბევრი ხდება გარშემო.
სასიკეთო დღეები: 18, 20.
არასასიკეთო დღე: 16.
კურო
ფრთხილად იყავით თქვენი ემოციებისა და გრძნობების გამოხატვისას. თქვენი ექსპრესიულობა შეიძლება არასწორად გაიგონ, მით უმეტეს, რომ ადრე უფრო თავშეკავებულად იქცეოდით. იმისათვის, რომ არავინ გაანაწყენოთ, მოერიდეთ ექსტრავაგანტულ გამოხტომებს.
სასიკეთო დღეები: 20, 22.
არასასიკეთო დღე: 16.
ტყუპი
ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენი ფინანსური წარმატება სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული. ისინი თანახმანი არიან დაგეხმარონ თქვენს საქმეში? რამდენადაც შეძლებთ მათ დარწმუნებას და დაყოლიებას, იმდენად წარმატებით მოგვარდება თქვენი ფინანსური საკითხები.
სასიკეთო დღეები: 17, 22.
არასასიკეთო დღე: 16.
შესანიშნავი პერიოდია, რადგან კირჩხიბების უმრავლესობას ოცნებები აუსრულდება, თუმცა იმ პირობით, რომ ისინი დაკავშირებული იქნება სახლთან და ოჯახთან. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება არ ასრულდეს. ამიტომ უფრო მოკრძალებულნი იყავით სურვილებთან დაკავშირებით და არ დაგავიწყდეთ ანდაზა: დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსაო.
სასიკეთო დღეები: 16, 19.
არასასიკეთო დღე: 17.
ამ კვირაში თქვენთვის ცნობილი გახდება საოცარი სიახლეები, რომლებიც თქვენს ფანტაზიას გააღვივებს. თქვენ წინაშე მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის პერსპექტივები გაიხსნება. ეს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას განგიმტკიცებთ, შთაგონებით აგავსებთ და მოქმედებისკენ გიბიძგებთ.
სასიკეთო დღეები: 18, 22.
არასასიკეთო დღე: 16.
პლანეტების პოზიცია გაიძულებთ სახლის კეთილმოწყობით დაკავდეთ. დაუღალავად იშრომებთ, რათა თქვენი სახლი ლამაზი და კომფორტული იყოს. თქვენი ნახელავი ახლობლებს ძალიან მოეწონებათ და თქვენც სიამაყით აღივსებით!
სასიკეთო დღეები: 19, 20.
არასასიკეთო დღე: 21.
კოლეგები გაინაწილებენ გავლენის სფეროებს სამსახურში. ამასთან, ძნელად თუ ვინმე გაბედავს თქვენი კომპეტენციის სფეროს ხელყოფას. მაშინაც კი, თუ მოულოდნელად ასეთი გაბედული ვინმე გამოჩნდება, სასწორი ძალიან ადვილად გაუმკლავდება მას. მისთვისვე უმჯობესია, რომ გზაზე არ გადაგეღობოთ.
სასიკეთო დღეები: 17, 21.
არასასიკეთო დღე: 16.
მორიელი
თქვენი პარტნიორი დაიწყებს თქვენს გაღიზიანებას სიტუაციის სრული გაუგებრობით. სავარაუდოდ, ეს ეხება კონკრეტულად ბიზნეს პარტნიორობას. ამასთან, პირად ურთიერთობებშიც შესაძლოა გაუგებრობა მოხდეს, რამაც შეიძლება უთანხმოება და ჩხუბი გამოიწვიოს.
სასიკეთო დღეები: 17, 22.
არასასიკეთო დღე: 18.
მშვილდოსანი
ამ პერიოდში პლანეტების პოზიცია მეორე ნახევართან ურთიერთობაში პრობლემას შეგიქმნით. თქვენ ეს უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ და ყურადღების ღირსად არ ჩათვლით, მაგრამ თქვენი პარტნიორი ამაში არ დაგეთანხმებათ. თქვენი გონიერება საშუალებას მოგცემთ დაუმტკიცოთ საყვარელ ადამიანს, რომ ის ყველაფერს აზვიადებს და ბუზიდან სპილოს ქმნის.
სასიკეთო დღეები: 20, 22.
არასასიკეთო დღე: 18.
შემოსავლებთან დაკავშირებით ცოტა ნერვიულობა მოგიწევთ. შეიძლება შეიცვალოთ ბანკი, სადაც დანაზოგს ინახავთ და ეს რამდენჯერმეც გააკეთოთ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ შემაშფოთებელი ამბები შეიტყვეთ და თავის დაზღვევას ცდილობთ.
სასიკეთო დღეები: 19, 20.
არასასიკეთო დღე: 17.
არც ისე წარმატებული კვირაა. როგორც რომანტიკულ ურთიერთობებში, ისე საქმეებსა და კარიერაში სიძნელეებია მოსალოდნელი. თქვენი ენერგიული მცდელობით ვერაფერს გახდებით, შესაძლოა კიდევ უფრო დააზარალოთ სიტუაცია, ამიტომ შაბათ-კვირამდე მოიცადეთ – გამოსასვლელი დღეები შედარებით მშვიდი იქნება.
სასიკეთო დღეები: 16, 19.
არასასიკეთო დღე: 18.
შეიძლება მოულოდნელად შემოგთავაზონ რომელიმე განყოფილების ან ჯგუფის ხელმძღვანელობა, ტრენინგის ან სემინარის ჩატარება. დაუფიქრებლად დათანხმდით! ეს კარგ გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ კარიერულ ზრდაზე.
სასიკეთო დღეები: 19, 22.
არასასიკეთო დღე: 17.
თამთა გურული
კომენტარები