Forbes-მა გარდაცვლილი ადამიანების შემოსავლების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილზე კვლავ მაიკლ ჯექსონია. პოპ-ვარსკვლავი 2009 წელს გარდაიცვალა. მისი შემოქმედების მემკვიდრეებმა 2020 წელს შემოსავლების სახით $48 მილიონი მიიღეს.
მომდევნო პოზიციაზეა მწერალი და ანიმატორი თეოდორ ზოის გაიზელი, რომელიც ცნობილია, როგორც დოქტორი სიუზი. ის 1991 წელს გარდაიცვალა, ხოლო შემოსავლის სახით 2020 წელს $33 მილიონი მიიღო.
ყველაზე მდიდარი გარდაცვლილების სამეულს მხატვარი-კარიკატურისტი ჩარლზ შულცი კრავს. მისმა შემოსავალმა მიმდინარე წელს $32,5 მილიონი შეადგინა.
ამ სიაში პირველად მოხვდა კალათბურთელი კობი ბრაიანტი. ის 2020 წლის იანვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ბრაიანტი ამ სიაში მეექვსეა. ამ წელს Nike-მა მისი სახელობის კოლექცია გაყიდა. ასევე გაიყიდა მისი ავტობიოგრაფია, რომელიც ახალი ტირაჟით გამოიცა. ჯამში კობი ბრაიანტმა $20 მილიონის შემოსავალი მიიღო.
imedinews.ge
კომენტარები