ტექნოლოგიებისაქართველო

ქართველმა მოსწავლეებმა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ოლიმპიადაზე პირველი ადგილი აიღეს

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ოლიმპიადაზე „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის“ (SCSA) საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა 1-ლი ადგილი აიღეს. საქართველოს ნაკრების წევრებმა – რეზიკო ჩალაძემ, გიორგი ჩარგეიშვილმა და გიორგი პაპავამ ნაშრომი სოციალურ ინჟინერიაში შექმნეს, რითაც მოიპოვეს კიდეც გამარჯვება. 

საუბარია მეექვსე საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაზე “Ways and Mechanisms of Ukraine’s information space protection from harmful information and psychological influences“, რომელიც ოდესის კომუნიკაციების ნაციონალური აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 12 გუნდი უკრაინიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან. მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ოლიმპიადა „ონლაინ“ გაიმართა.

 

რეზიკო ჩალაძე
გიორგი ჩარგეიშვილი
გიორგი პაპავა

„მათ სოციალური ინჟინერიის მიმართულებით საკმაოდ ვრცელი, 20-გვერდიანი ნაშრომი მოამზადეს, რომელიც მოიცავს თეორიულ ნაწილს სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე ორიენტირებულ კიბერთავდასხმებზე.  ასევე ჩაატარეს კვლევა, გააანალიზეს, რა ტიპის თავდასხმები იყო უფრო პოპულარული მსოფლიოში და საქართველოში, ბოლოს კი დაადგინეს რამდენიმე სახის სტატისტიკა. მაგალითად, ის რომ კიბერთავდასხმების უმრავლესობა, მათ შორის, ბოლო წლებში საქართველოზე განხორციელებული თავდასხმები ზუსტად სოციალური ინჟინერიის ელემენტით იწყებოდა და შემდეგ გადადიოდა სხვა სტადიებში. კვლევის ფარგლებში, ასევე, განსაზღვრეს წესები, რაც მომხმარებლებმა კიბერუსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვან“, – ამბობს გიორგი იაშვილი, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი.

მისი თქმით, საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ გზით ხდება კიბერუსაფრთხოების სფეროს პოპულარიზაცია და განვითარება. თანაც ახალგაზრდები მსოფლიოს მასშტაბით ძალიან აქტუალურ თემაში არიან ჩართულები.

„რეალურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება. დღეს ხომ ყველაფერი კიბერსამყაროში გადადის, ამიტომ ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან აქტუალურია. გარდა ამისა, ეს ბავშვები დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას ეწევიან და ხმას აწვდიან ისეთ ადამიანებს, ვინც კიბერუსაფრთხოებით ნაკლებად არის დაინტერესებულები. რეალურად, კიბერთავდასხმები ზუსტად იმ ხალხზე ხდება, ვინც ცოტა რამ იცის ამ თემაზე. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც 15-იდან 17 წლამდე არიან, ამ პროექტის ფარგლებში შეიმუშავეს მექანიზმები და დაადგინეს ორი რამ: რატომ ხდება ეს თავდასხმები და როგორ ხდება მათი პრევენცია“.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close