იტალიამიგრაციაპოლიტიკა

იტალიაში საიმიგრაციო კანონდებლობა ისევ იცვლება – კანონპროექტი მზადაა

მოქალაქეობის გაფორმების მინიმალური ვადა შემცირდება

იტალიის მოქალაქეობის გაფორმების მინიმალური ვადა 48-იდან (2 წელიწადი) 36 თვემდე (წელიწად-ნახევარი) შემცირდება – ამას ითვალისწინებს დეკრეტის პროექტი, რომელსაც მთავრობა მინისტრთა კაბინეტს უახლოეს მომავალში წარუდგენს განსახილველად. ამას გარდა, მოქალაქეობის მაძიებლებს, დოკუმენტების გაფორმებისას, შეუძლიათ  მიუთითონ, რომ მზად არიან სოციალურად სასარგებლო სამუშაო შეასრულონ – ეს პუნქტი იმ მიგრანტებს ეხებათ, რომლებიც იტალიაში „საერთაშორისო დაცვას“ (დევნილები) ითხოვენ. ამის შესახებ 24 სექტემბერს „ანსა“ წერს.

მანამდე, 22 სექტემბერს სამთავრობო კოალიციაში შემავალი ლიბერალური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნიკოლა ძინგარეტიმ განაცხადა, რომ იტალიის მთავრობა უახლოეს მომავალში განიხილავს და დაამტკიცებს ახალ კანონებს არალეგალური მიგრაციის სფეროში, რომლებიც საბოლოოდ უარყოფენ სალვინის „ლიგის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მიღებულ ორივე დეკრეტს. 

ახალი დეკრეტის პროექტის სახელწოდებაში აღარ ფიგურიებს სიტყვა „უსაფრთხოება“, მისი სახელწოდებაა: „სასწრაფო დებულებები იმიგრაციის, საერთაშორისო და დამატებითი დაცვის, აგრეთვე, სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესახებ“.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თავიანთი გემებით მიგრანტებს ეხმარებიან, მილიონამდე ჯარიმის გაუქმება, დევნილების მიღების სისტემის რეფორმირება, ქსელის გაფართოება, ჰუმანიტარული დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მუნიციპალურ რეესტრში დარეგისტრირების საშუალება პირებისთვის, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ და ცხოვრების უფლების სამუშაო უფლებად შეცვლის (კონვერტირება) შესაძლებლობა – ეს არის 9 მუხლისგან შემდგარი ახალი საიმიგრაციო კანონპროექტის რამდენიმე დებულება.

დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების გემებისთვის ჯარიმა ერთი მილიონი ევროს ნაცვლად 10-იდან 50 ათას ევრომდე მცირდება; დარეზერვებულია სამაშველო ოპერაციები „დაუყოვნებლივი შეტყობინებით“; ჩამოყალიბდება დევნილების მიღების და ინტეგრაციის ახალი სისტემა.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს მოქალაქეობის მიღების მინიმალური ვადის შემცირებას 48-იდან 36 თვემდე. სიახლეებს შორის არის, აგრეთვე, საერთაშორისო დაცვის მაძიებლებისთვის სოციალური დანიშნულების სამუშაოების შესრულების შესაძლებლობის აღდგენა.

ლიბერალების აზრით, 20-21 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების და რეფრენდუმის შედეგები მათ უფლებას აძლევთ, რეფორმები გაატარონ. ადგილობრივ არჩევნებში ლიბერალურმა დემოკრატიულმა პარტიამ 6-იდან 3 რეგიონში გაიმარჯვა, მეორე სამთავრობო პარტიამ – „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ – ვერცერთში, თუმცა რეფერენდუმზე მოსახლეობამ  მხარი დაუჭირა სწორედ „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ინიციტივას პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის 1/3-ით შემცირების თაობაზე.

მატეო სალვინის „ლიგა“ და სხვა ოპოზიციური მემარჯვენე პარტიები, რომლებიც არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გამოდიან, ვარაუდობენ, რომ სალვინის დეკრეტით გამკაცრებული საიმიგრაციო კანონმდებლობის ისევ შერბილებით ახალი კოალიციური მთავრობა ბრიუსელის დავალებას ასრულებს, ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხარდაჭერის სანაცვლოდ.

ნიკო აბაშიშვილი

ახალი სიმიგრაციო დეკრეტის პროექტის ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე: https://www.ansa.it/documents/1600958772919_Sicurezza.pdf

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close