მოგზაურობა
საქართველოში თურქეთის საელჩო თბილისი-სტამბოლის რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში თურქეთის საელჩო 20, 23 და 27 სექტემბერს თბილისი-სტამბოლის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„20, 23 და 27 სექტემბერს ავიაკომპანია „ანადოლუჯეტი“ თბილისი-სტამბოლის (საბიჰა გოქჩენის აეროპორტი) მიმართულებით 05:20 საათზე შეასრულებს ცალმხრივ ფრენებს.
საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან შესაძლებელია როგორც თურქეთის შიდა რეისებით სარგებლობა, ისე გაფრენა პარიზის, ლონდონის, ბრიუსელის, ამსტერდამის, მიუნხენის, ბერლინის, დიუსელდორფის, ფრანკფურტის, ვენისა და შტუტგარდის მიმართულებით.
ბილეთების გაყიდვა დაწყებულია“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
1tv.ge
კომენტარები