მსოფლიოპოლიტიკა

„ნოვიჩოკი“ 10-ჯერ ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი საწამლავი“

„ნოვიჩოკის“ შემქმნელი თვლის, რომ ნავალნის მდგომარეობა უიმედოა

პუტინის რეჟიმის ოპონენტის, ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ ამ საწამლავის შემქმნელი ვილ მირზიანოვი ნანობს, რომ საერთოდ შეხება ჰქონდა ამ პრეპარატთან. 

მირზიანოვი რუსეთის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ე. წ. „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგაც  ამბობდა, რომ მამა-შვილი დროებით რომც გამოვიდნენ მდგომარეობიდან, ისინი საბოლოოდ მაინც ვერ გადარჩებიანო.

„ის 10-ჯერ ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი საწამლავი, რომელსაც აქვს ნერვული პარალიზების ეფექტი. „ნოვიჩოკისგან“ განკურნება თითქმის შეუძლებელია“, – განაცხადა „ნოვიჩოკის“ შემქმნელმა.

აშშ-ში მცხოვ­რე­ბი საბ­ჭო­თა დისიდენტ-ქი­მი­კო­სი ვილ მირ­ზი­ა­ნო­ვი პირ­ვე­ლი იყო, ვინც სსრკ-ში „ნო­ვი­ჩო­კის“ შექ­მნის შე­სა­ხებ მოჰ­ყვა.

მი­სი­ თქმით, საბ­ჭო­თა წლებ­ში „ნო­ვი­ჩო­კს“ წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებ­დნენ არა­სას­რურვე­ლი პე­რსო­ნე­ბის თა­ვი­დან მო­სა­შო­რებ­ლად, – მის ლა­ქებს ტო­ვებ­დნენ სხვა­დას­ხვა საგა­ნ­ზე, მათ შო­რის, ია­რაღ­ზეც, რო­მელ­საც „სა­ინ­ტე­რე­სო ობი­ექ­ტებს სა­მახ­სოვ­როდ ჩუქ­ნიდ­ნენ. ად­რე­სა­ტი რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, სრუ­ლი­ად უჩ­ვე­უ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში, და­უდ­გე­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბით იღუ­პე­ბო­და. ამას ფა­რუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბის სახე ჰქონ­და“, – აცხა­დებს მირ­ზი­ა­ნო­ვი bbc.com-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

„ნოვიჩოკი“ ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებებს მიეკუთვნება, რომელსაც რუსეთში ორგანული ქიმიისა და ტექნიკის კვლევით ინსტიტუტში 1970-იან წლებში ამზადებდნენ. „ნოვიჩოკი“ გულისცემას ანელებს და სუნთქვას ართულებს. ნივთიერება შესაძლოა გამოიყენონ როგორც გაზის, ისე თხევადი ფორმით. ამტკიცებენ, რომ „ნოვიჩოკი“ „ზარინზე“ ძლიერია და მისი დამზადება ჩვეულებრივი ქიმიკატებისგან შეიძლება, რომელსაც სასუქისა და პესტიციდების ქარხნებში იყენებენ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოში ამტკიცებენ, რომ ქიმიური იარაღის მარაგი გაანადგურეს, მათ შორის „ნოვიჩოკიც“.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი ჩაით მოწამლეს.

თავდაპირველად ომსკის საავადმყოფოს ექიმები ნავალნის ბერლინში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ პაციენტის გერმანიაში გადაყვანა დაუშვეს. ბერლინის კლინიკა „ჩარიტეს“ ექიმების თქმით, ნავალნი კვლავ ხელოვნურ კომაშია, თუმცა ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close