ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგს აჯობა
„ტესლას“ და „სფეისექსის“ შეფი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მესამეა
ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგს გაუსწრო: კომპანიების – Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მესამეა, Bloomberg-ის ვერსიით.
ელექტრომობილების წარმოების გიგანტის, Tesla-ს აქციები უოლ-სტრიტზე 8,7%-ზე მეტად გაიზარდა და მასკის ქონებამ, „ბლუმბერგის შეფასებით“, 115 მლრდ დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლით მასკმა მესამე ადგილზე მყოფ „ფეისბუქის მამას“, 36 წლის მარკ ცუკერბერგს გაუსწრო, რომლის ქონებას „ბლუმბერგი“ 111 მლრდ დოლარად აფასებს.
49 წლის მილიარდერი ილონ მასკი ერთი წელში 87,8 მლრდ დოლარით გამდიდრდა. ამ ხნის განმავლობაში „ტესლას აქციები“ თითქმის 500%-ით გაიზარდა.
უმდიდრესი ადამიანების სიას „ამაზონის“ დამფუძნებელი, 56 წლის ჯეფრი ბეზოსი უდგას სათავეში 202 მლრდ დოლარით; მეორე ადგილზეა Microsoft-ის დამფუძნებელი, 64 წლის ბილ გეითსი 125 მლრდ აშშ დოლარით.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები