მედიცინა

აღმოჩენილია ვიტამინი, რომელიც კორონავირუსს აჩერებს

ინდოელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვიტამინ В12-ს კორონავირუსის გამრავლების შეჩერება შეუძლია. ამის შესახებ გამოცემა IUBMB Life-ი წერს.

მანიპალის უმაღლესი განათლების აკადემიისა და ბიოტექნოლოგიების რეგიონული ცენტრის სპეციალისტებმა კომპიუტერული მოდელირება ჩაატარეს. მათი მიზანი იყო დაედგინათ, ნატურალური პროდუქტებიდან და მედიკამენტებიდან რომელ მოლეკულებს შეუძლია nsp12-ის (კორონავირუსის არასტრუქტურული ცილა) დაძლევა, რომელსაც კორონავირუსის გენომი შეიცავს. სწორედ მასზეა დამოკიდებული ვირუსის გამრავლება.

ინდოელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მეთილკაბოლამინს (B12-ის განსაკუთრებული ფორმა) ვირუსული უჯრედების გამრავლების ჩახშობა შეუძლია.

სპეციალისტების თქმით, ამრიგად, მეთილკაბოლამინი, შესაძლოა, პროფილაქტიკის სახით დაენიშნოს მედპერსონალს, ასაკოვან ადამიანებსა და თანმდევი დაავადებების მქონე პირებს.

report.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close