საზოგადოებასაქართველო

ღვთისმშობლის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს! – პრეზიდენტმა მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

სადღესასწაულო მსახურება ჩატარდა ბაგრატის ტაძარში და საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი უშუალოდ ღვთისმშობელს ეძღვნება – ღვთისმშობლის შობა (21 სექტემბერი), მიძინება (28 აგვისტო) და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება (4 დეკემბერი).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close