მსოფლიოnewsკრიმინალი

ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი მეთერთმეტედ ეთქვა

მარკ დევიდ ჩეპმენს, რომელმაც 1980 წელს ჯგუფ „ბითლზის“ წევრი ჯონ ლენონი მოკლა, ვადამდე გათავისუფლებაზე უარი მეთერთმეტედ ეთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნა კი სასამართლომ მიმდინარე წლის 19 აგვისტოს განიხილა. ნიუ-იორკის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, 65 წლის ჩეპმენი პატიმრობაში კიდევ, სულ მცირე, 2 წელს გაატარებს, ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლებას კი მხოლოდ 2022 წლის აგვისტოში მიიღებს.

ჩეპმენმა ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მოკლა, როდესაც მუსიკოსი და მისი ცოლი იოკო ონო სტუდიიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ჩემპენი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და მან დანაშაული აღიარა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close