ქალებს პლაჟზე წელზემოთ გაშიშვლების უფლება აქვთ, თავისუფლება ფასდაუდებელი სიკეთეა – საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დერმანენი 25 აგვისტოს გამოეხმაურა ინიციდენტს, რომელიც აღმოსავლეთ პირენეიში 20 აგვისტოს მოხდა. ჟერალდ დერმანინმა წუხილი გამოხატა ორი პოლიციელის მიერ დაშვებული შეცდომის გამო და დაიცვა ქალები, რომლებიც პლაჟზე წელზემოთ შიშვლები იყვნენ.
„უსაფუძვლოა ქალების დადანაშაულება პლაჟზე მათი ჩაცმულობის გამო. თავისუფლება – ფასდაუდებელი სიკეთეა. ნორმალურია, ადმინისტრაცია თავის შეცდომებს რომ აღიარებს“, – დაწერა მან ტვიტერზე.
C’est sans fondement qu’il a été reproché à deux femmes leur tenue sur la plage.
La liberté est un bien précieux. Et il est normal que l’administration reconnaisse ses erreurs. #SainteMarielaMer https://t.co/eIWeOEBhBp— Gérald DARMANIN (@GDarmanin) August 25, 2020
შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ტვიტით აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტის ქალაქ პერპინიანის მიმდებარე კომუნა სენტ-მარი-ლა-მერის (Saintes-Maries-de-la-Mer) პლაჟზე 20 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს და მასთან დაკავშირებით გაჩაღებულ პოლემიკას გამოეხმაურა.
სენტ-მარი-ლა-მერის პლაჟზე მყოფ წელზემოთ შიშველ რამდენიმე ქალს ორმა პოლიციელმა – ქალმა და კაცმა – შიშველი მკერდის დაფარვა სთხოვა. აღმოსავლეთ პირენეის ჟანდარმერიის პრესრელიზის თანახმად, პოლიციის ოფიცრებს პლაჟზე ბავშვებთან ერთად მყოფმა ოჯახმა მიმართა, რომ შეცბუნებულები არიან წელზემოთ შიშველი ქალების პლაჟზე ხილვით.
ინციდენტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ რეაქცია არაერთგვაროვანი იყო, აღმოსავლეთ პირენეის ჟანდარმერიას თავის მართლება არ უცდია და თანამშრომლების გადაცდომა აღიარა.
ზნეობრივი ნორმების ევოლუციის და პლაჟებზე წელზემოთ შიშვლად მყოფთა გახშირებული რაოდენობის გამო პლაჟზე წელზემოთ შიშველ მდგომარეობაში ყოფნა საფრანგეთში აღარაა მიჩნეული სექსუალურობის გამომწვევ დემონსტრირებად და სისხლის სამართლის კოდექსში არ არის მუხლი, რომელიც ამის გამო სასჯელს ითვალისწინებს, თუმცა, რიგ შემთხვევაში, მუნიციპალური დეკრეტებით იკრძალება გარკვეული სამოსით პლაჟებზე გასვლა. მაგალითად, პარიზის პლაჟებზე სტრინგით ან მონიკონით გასვლა უხამსობად მიიჩნევა და 38 ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯება.
სენტ-მარი-ლა-მერში ასეთი შეზღუდვა არ არის დაწესებული. აქედან გამომდინარე, ქალებს პლაჟზე წელზემოთ შიშვლად ყოფნის სრული უფლება ჰქონდათ.
საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, 50 წელს ქვემოთ ასაკის 20%-ზე ნაკლები ფრანგი ქალი იღებს პლაჟზე რუჯს წელზემოთ შიშველი. 18-იდან 25 წლამდე ასაკის ფრანგი ქალების თქმით, შიშობენ, რომ მათ სხეული კრიტიკის ობიქტი გახდება მამაკაცების მხრიდან და მათი დაჟინებული მზერისგან თავის არიდების მიზნით უარს ამბობენ მონოკინებსა და სტრინგებზე.
ინსტიტუტის მიერ 5000 ევროპელი ქალის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ფრანგი ქალები ესპანელ და გერმანელ ქალებზე უფრო მორცხვები არიან. წელზემოთ შიშველ მდგომარეობაში რუჯის მიღების პრაქტიკა აქვთ გამოკითხულ ესპანელ ქალთა 48%-ს და გერმანელ ქალთა 34%-ს.
წყარო: ipress.ge
კომენტარები