საზოგადოებასაქართველო

საქართველოში გლოვის ნიშნად ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

ევროკავშირის დროშა დაუშვეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაზეც

საქართველოში გლოვის დღეა. 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი გუშინ მოაწერა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა, აგრეთვე, საზღვარგარეთ საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე.

გლოვის ნიშნად ევროკავშირის დროშა დაუშვეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაზე.

„შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს“, – აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

შატილის გზაზე 23 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ავარია სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე. სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის, ერთი ოჯახის წევრები, მძიმედ დაშავდა 3. დაშავებულ 3 ახალგაზრდა ქალს, რომელთა საშუალო ასაკი 25 წელია, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ.

ავტოკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close