საზოგადოებასაქართველო

200-ლარიან დახმარებას ის ჩვილებიც მიიღებენ, რომლებიც პირველ დეკემბრამდე დაიბადებიან

მთავრობის 200-ლარიან დახმარებას ის ჩვილებიც მიიღებენ, რომლებიც მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე დაიბადებიან. ამის შესახებ Pia.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

„ახლა ვინც ელოდება ბავშვს, მაგალითად, 2 ან 3 კვირაში და რეგისტრაციას მოასწრებს, მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას. იმ შემთხვევაში, თუ მშობელს ტყუპი შეეძინება, შესაბამისად, 400 ლარს მიიღებს. რეგისტრაცია მთავრდება პირველ დეკემბერს, დახმარებას მიიღებენ 0-იდან 17 წლის ჩათვლით ბავშვები,. ოღონდ აუცილებლად უნდა შეავსონ ელექტრონულად განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ავტომატურ უარს ნიშნავს“, – აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, 200-ლარიანი დახმარების მსურველები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ.

რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ნახეთ აქ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close