მსოფლიოსაზოგადოება

პარიზი და მარსელი კვლავ „წითელ ზონად“ გამოაცხადეს

france24-ის ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქი და Bouches-du-Rhône-ის დეპარტამენტი (მარსელის პრეფექტურა) კლასიფიცირებულია, როგორც „აქტიური ზონა“ მათ ტერიტორიაზე Covid-19-ის „შემაშფოთებელი“ ცირკულაციის გამო.

ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ხელისუფლებების უფლებამოსილებებს აფართოებს – კორონავიურუსის ხელახლა გავრცლების საწინააღმდეგოდ პრეფექტებს შეუძლიათ შეზღუდონ ადამიანთა და ტრანსპორტის გადაადგილება, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა გარკვეულ რაიონებში.

იზღუდება ტურისტული მოგზაუროებებიც, სარესტორნო და სხვა ბიზნესებისთვის დამატებითი რეგულაციები დაწესდება.

პარიზსა და მარსელში საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება უკვე სავალდებულოა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მატებამ 12  აგვისტოს 2500-ს გადააჭარბა (2524 შემთხვევა 24 საათის განმავლობაში).

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 209 365 შემთხვევა (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით), გარდაცვლილია 30388 პაციენტი, ამ დროისთვის არსებული აქტიური პაციენტების რაოდენობა კი 95 505-ს აღწევს, რაც იტალიის ანალოგიურ მაჩვენებელს (14 081) თითქმის 7-ჯერ აღემატება. მათ შორის 379-ს ინტენსიური თერაპია სჭირდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close