საქართველოსპორტი

50 მილიონი ლარის ინვესტიცია და საფეხბურთო აკადემია – რა გეგმები აქვს ქუთაისის „ტორპედოს“ იტალიელ ინვესტორს

ქუთაისის „ტორპედოში“ პრობლემების გარკვეული ნაწილი კვლავ მოუგვარებელია – გუნდი იტალიელი ინვესტორის მფლობელობაში ამ დრომდე არ გადასულა და კვლავ ქუთაისის მერიის მფლობელობაში რჩება. ამასთან ერთად,  ტორპედოს სატრანსფერო ბანი ადევს. მიზეზი ფეხბურთელების ძველი დავალიანებაა, რომელიც რანგით უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს ამ დრომდე ჯერ კიდევ არ გადაუხდია.

ტელეკომპანია „იმედის“ ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში, „სპორტი იმედზე“, სტუმრად ქუთაისის ტორპედოს გენერალური მდივანი თემურ ჩეჩელაშვილი და გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია იმყოფებოდნენ.

ქუთაისის „ტორპედოს“ წარმომადგენლებმა იტალიელი ინვესტორის, ფაბიო მანინოს სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს:

„ქუთაისში სიმბოლურ ფასად რაღაც ტერიტორია უნდა გამოიყოს, 50 000 კვადრატზეა საუბარი, ეს არ იქნება ქალაქის ცენტრში, იტალიელი ინვესტორი აპირებს ჩადოს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია. უნდა აშენდეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის პროექტირება დაწყებულია, ასევე უნდა აშენდეს სამედიცინო ბლოკი, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია, ფეხბურთის მოედნები და აუზები, სადაც აკადემიის ბავშვები ივარჯიშებენ. ერთიან სივრცეს გარედან ექნება წარწერა – „ქუთაისის ტორპედოს ცენტრი“.

ფაბიო მანინო დაახლოებით 50 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს“.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური კრიზისის დროს „ტორპედო“ მთავარმა მწვრთნელმა და ძირითადმა ბირთვმა დატოვა. ამ პერიოდის მანძილზე ქუთაისის მერია კლუბის დასახმარებლად მოლაპარაკებებს იტალიელ ინვესტორებთან აწარმოებდა. საბოლოოდ  იტალიელი ინვესტორი, ფაბიო მანინო გამოჩნდა.

ამ ეტაპზე, ეროვნული ლიგის 7 ტურის შემდეგ, „ტორპედოს“ 5 ქულა აქვს და ჯერჯერობით, სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.

setanta.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close