კრიმინალიnewsსაბერძნეთი

საბერძნეთის სასამართლომ ორ რუს მეზღვაურს 253 წლით პატიმრობა შეუფარდა

საბერძნეთის სასამართლომ ორ რუს მეზღვაურს 253 წლით პატიმრობა შეუფარდა არალეგალი მიგრანტების გადაყვანის, ადამიანებით ვაჭრობისა და საზღვრის უკანონი გადაკვეთისთვის. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს.

როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რუსეთის ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა ივან მელნიკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, კონსტანტინ სემიონოვისა და ივან ვოზნიკოვცევისთვის მისჯილი ასეთი მკაცრი სასჯელი იმითაა განპირობებული, რომ თითოეული მიგრანტის გადაყვანისთვის მათ 7-იდან 12 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ და მთლიანობაში 253 წელი გამოვიდა.

მელნიკოვის თქმით, მეზღვაურები ბრალს არ აღიარებენ: მსჯავრდებული რუსები ამბობენ, რომ თურქეთში სამუშაოდ ჩავიდნენ – ტურისტები უნდა გადაეყვანათ.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ საბერძნეთის სასამართლომ საერთოდ ყურადღება არ მიაქცია ბრალდებულთა არგუმენტებს, ხოლო დანიშნული ადვოკატი მათ თითქმის არ დაკონტაქტებია.

მსჯავრდებულთა ახლობლებმა სოციალურ ქსელში შექმნეს ჯგუფი ადვოკატის დასაქირავებლად საჭირო თანხის მოსაგროვებლად და მათი სხვა ხარჯების დასაფინანსებლად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close