მოგზაურობამსოფლიო

RYANAIR-მა დროებით გააუქმა ბილეთის თარიღის შეცვლისას გადასახდელი თანხა

ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში შეძენილი ბილეთების თარიღის შეცვლის შემთხვევაში მათ მფლობელებს დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევთ – ავიაკომპანია „რიანეარმა“ ეს  მოსაკრებელი დროებით გააუქმა პანდემიისგან გამოწვეული ვითარების გამო.

Ryanair-მა ივლისსა და აგვისტოში შეძენილი/დაჯავშნული ბილეთების თარიღის ცვლილების შესაძლებლობა მგზავრებს უკვე მისცა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ანალოგიურად, წესი გავრცელდება სექტემბერშიც. შესაბამისად, ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების შედეგად მგზავრები, რომლებსაც ზაფხულის გეგმების შეცვლა მოუწიათ პანდემიის გამო, ბილეთის თარიღის შეცვლის შემთხვევაში დამატებითი ხარჯისგან გათავისუფლდნენ.

„იმისათვის, რომ ჩვენს კლიენტებს ამ ზაფხულს მაქსიმალურად მოქნილი და უსაფრთხო სერვისი შევთავაზოთ, გავახანგრძლივეთ ყველა ახლად დაჯავშნული ბილეთის თარიღის შეცვლის დამატებითი საფასურის (მოსაკრებელი) გაუქმება და ეს წესი ახლა უკვე ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში მოქმედებს.

რამდენადაც საკურორტო სეზონი წელს უფრო დიდხანს გაგრძელდება, კლიენტებს ახლა შეუძლიათ დაგეგმონ დამსახურებული შვებულება და იცოდნენ, რომ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში დაგეგმილ რეისებზე დაჯავშნული ბილეთების თარიღი შეუძლიათ შეცვალონ და გადაწიონ ბილეთის საფასური ცვლილების გარეშე“, – განაცხადა Ryanair-ის მარკეტინგისა და ციფრული ტექნოლოგიების დირექტორმა დარა ბრენდიმ.

მათ, ვინც ავიაკომპანია „რიანეარის“ რეისებზე ავიაბილეთებს სექტემბერში ჯავშნის, დაუბრკოლებლად შეუძლიათ გამგზავრების თარიღი 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეცვალონ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close