მსოფლიოპოლიტიკა

„შიგნით“ აია სოფიაში: პირველი ფოტოები, როგორ მიმდინარეობს ტაძრის მეჩეთად გადაკეთების სამუშაოები

პირველივე წუთებიდან, როგორც კი თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ „მწვანე შუქი“ აუნთო აია სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის შეჩერებას და ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას, ისტორიული ძეგლი სამუშაოებისთვის დაიხურა.

„ჯერ არ იჩქაროთ იქ წასვლა“, – მიმართა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისტორიულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თურქებს.

19 ივლისს თურქეთის პრეზიდენტი აია სოფიაში მიმდინარე სამუშაოებს და პირველი ლოცვისათვის მზადებას დაესწრო, რომელიც შემდეგ პარასკევს, 24 ივლისს ჩატარდება. ერდოღანის განცხადებით, მას დაახლოებით 1000-1500 მოწვეული სტუმარი დაესწრება.

ერდოღანი ამაყად პოზირებდა აია სოფიას ტაძაში, შემდეგ კი ფოტოები თავის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე განათავსა. სინამდვილეში კი, როგორც სამთავრობო მედია აკეთებდა კომენტარს, „სულთანმა“ სოციალურ ქსელში არეულობა მოაწყო თავისი პოსტით.

ეს არის აია სოფიას „შიდა ხედის“ პირველი სურათები, სანამ მუშაობა მიმდინარეობს მისი მეჩეთად გადაკეთების მიზნით. როგორც ფოტოებიდან ჩანს, საკურთხეველში სამშენებლო ხარაჩოებია აღმართული.

ერდოღანი აია სოფიას ტაძარში ნიღბით მივიდა, ეს სატელევიზიო კადრებიდან კარგად ჩანდა. რა თქმა უნდა, იგი შეცადა ხალხისთვის შოუ დაედგა… ადამიანები, რომლებიც ტაძრის შესასვლელთან ელოდებოდნენ, თაყვანს სცემდნენ პრეზიდენტს, მადლიერებას გამოხატავდნენ და ერდოღანიც ესალმებოდა  და მადლობას უხდიდა მათ.

ნინო ბაჯელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close