სად გააგრძელებს მუშაობას პოსტიდან გადამდგარი ქუთაისის ვიცე-მერი?
ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე ნინო თვალთვაძე, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 14 ივლისს გააკეთა, მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს. ამის შესახებ მან თავის სოციალურ გვერდ ფეისბუქში დაწერა.
„ვფიქრობ, არანაკლებ საპასუხისმგებლო და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას ვიწყებ!“ – წერს თვალთვაძე.
ნინო თვალთვაძე მერის მოადგილედ ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ 2017 წელს გიორგი იობაშვილთან და იუზა უგულავასთან ერთად წარადგინა.
მანამდე ის „საიას“ ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე და „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს“ ხელმძღვანელი იყო.
ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ჭიღვარიამ აპრილში თანამდებობა დატოვა.
მოგვიანებით დაკავებული პოზიციები დატოვეს მერიის ადმინისტრაციული და მერიის აუდიტის სამსახურის უფროსებმაც.
kutaisipost.ge
კომენტარები