LET IT SNOW – გუდაურსა და სვანეთში გადაღებული ჰორორი (ვიდეო)
Let It Snow უკრაინელი რეჟისორის, სტანისლავ კაპრალოვის საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომელიც რეჟისორმა საქართველოში, კერძოდ კი, სვანეთისა და გუდაურის მთებში გადაიღო. ფილმის პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის 22 სექტემბერს იგეგმება.
კინოსურათი სნოუბორდერი მიას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გუდაურის მთებში საქმროსთან ერთად ისვენებს. მას მალევე აებნევა გზა და გაუკვალავ ბილიკზე დაიკარგება. ფილმის გმირს მარტო მოუწევს სასტიკი ბრძოლა გადარჩენისთვის არა მხოლოდ ბუნების, არამედ შავებში გამოწყობილი უცნობი მამაკაცის წინააღმდეგ, რომელიც მიას მოსაკლავად მისდევს.
აღსანიშნავია, რომ ფილმში ქართველი მსახიობ, თინა დალაქიშვილიც მონაწილეობს. ის ადგილობრივი გოგონას როლს ასრულებს, რომელიც მიას მოახლოებული საშიშროების შესახებ აფრთხილებს.
თინა დალაქიშვილი „მძევლებში“ ანას როლის შესრულების შემდეგ დიდ ეკრანებს ახალი ფილმით – „Abigail“ დაუბრუნდა, რომელშიც მსახიობი მთავარ როლს ასრულებს. ფანტაზიის ჟანრის კინოსურათი ეკრანებზე 2019 წელს გამოვიდა.
regarder.ge
კომენტარები