ვიდეომსოფლიოპოლიტიკაჩვენი ფავორიტისაზოგადოება

ჯორჯ ფლოიდი ოქროს კუბოთი დაკრძალეს (ვიდეო)

46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი, რომელიც 25 მაისს დაკავებისას მინეაპოლისში პოლიციას შემოაკვდა და ვის სიკვდილსაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა არა მარტო აშშ-ში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, ოქროს (ტექნიკურად – მოოქრული) კუბოთი დაკრძალეს ჰიუსტონში. კუბო სასაფლაოზე ცხენებშებმული ეტლით მიიტანეს. ამ ქალაქში დაიბადა და ახალგაზრდობის წლები გაატარა ფლოიდმა.

კუბოს სოლიდური კორტეჟი მიაცილებდა: სპორტქარი „მაზერატი“, შავი ჯიპები… როგორც ცნობილია, გულშემატკივრებმა ფლოიდის ოჯახს, მისი შვილების დედის ჩათვლით, რამდენიმე მილიონი დოლარი გადაურიცხეს. კუბო მინის ყუთში მოთავსებული მიჰქონდათ. კორტეჟს ეგზალტირებული ადამიანები ხვდებოდნენ და შეძახილებით აცილებდნენ, ზოგიერთი მას ქრისტესაც კი ადარებდა.

Reuters

გამოსათხოვარ ცერემონიაზე დასასწრებად Fountain of Praise-ის ეკლესიაშიმხოლოდ ყველაზე ახლობელი ადამიანები“ შეუშვეს – 500 კაცი.

​დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა ჰიუსტონის მერი, რომელიც სიტყვით გამოვიდა და პირობა დადო, რომ პოლიციას აუკრძალავს „მკაცრ ფიქსაციებს“, ისეთს, როგორიც დაკავებისას ფლოიდის შემთხვევაში გამოიყენეს (ასეთი „ფიქსაციის“  შედეგად ადამიანი, რომელსაც  აქვს იარაღი, შაჰიდის ქამრის ჩათვლით, მის გამოყენებას ვერ შეძლებს, რადგან თითსაც ვერ გაატოკებს); აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები და, აგრეთვე, ტეხასის შტატის გუბერნატორი.გამოსათხოვარი სიტყვა ონლაინ რეჟიმში წარმოთქვა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენმა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close